თავდაცვის მინისტრის მოადგილეები სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში იმყოფებოდნენ

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ საფრანგეთის შეიარაღებული ძალების სამინისტროს მოწვევით, საერთაშორისო სამხედრო გამოფენა EUROSATORY 2022-ში მიიღო მონაწილეობა, სადაც თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს სახმელეთო და აერომობილური შეიარაღებისა და ტექნიკის ნიმუშები, ინოვაციები და თანამედროვე მიღწევები იყო წარმოდგენილი.

მოგვიანებით, ოფიციალური დელეგაციების ხელმძღვანელებს საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ უმასპინძლა. მან საფრანგეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეებს, დავით ჭიჭინაძესა და გიორგი ხაინდრავას გამოფენაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის წევრებმა, რომლის შემადგენლობაში სსსტც „დელტას“ წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, მსოფლიოს წამყვან სამხედრო ინდუსტრიულ კომპანიებთან შეხვედრები გამართეს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას სამუშაო შეხვედრაზე, საფრანგეთის შეიარაღებული ძალების შეიარაღების მთავარი დირექტორატის მოადგილემ, გენერალმა ემანუელ ლაპორტმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ფრანგულ ინდუსტრიულ კომპანიებს შორის თანამშრომლობის განვითარებაში მხარდაჭერა აღუთქვა.

პარიზის მახლობლად საგამოფენო სივრცეს მსოფლიოს 94 ქვეყნის 227 ოფიციალური დელეგაცია, თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის მაღალი რანგის ექსპერტები და მსოფლიოს 153 ქვეყნიდან 57 000-ზე მეტი დამთვალიერებელი სტუმრობდა.

აღნიშნულ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა