გრიგოლ გეგელია - ირაკლი ღარიბაშვილი მატყუარაა, „ლელო" კანდიდატობის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ "ლელოს" ყველა ძალისხმევა, შეხვედრა და საერთაშორისო კომუნიკაცია მუდამ იმისაკენ იყო მიმართული, რომ საქართველოს არ დაეკარგა კანდიდატობის შესაძლებლობა, - ამის შესახებ "ლელოს" საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

ის ასევე გამოეხმაურა პარლამენტის პლენარული სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ გამოსვლას. გეგელიას თქმით, საქართველოს მთავრობის მეთაური ცრუობს.

„გუშინ მთელმა საქართველომ ნახა, რომ საქართველოს ჰყავს სრულიად არაადეკვატური, არასტაბილური პრემიერი, რომელიც ისტერიული მატყუარაა. აბსოლუტური სიცრუეა, რომ "ლელოს" რომელიღაც ლიდერი ოდესმე ბრიუსელში თუ სხვაგან საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას უშლიდა ხელს. ამას ადასტურებს ვიოლა ფონ კრამონის და მარკეტა გრეგოროვას განცხადებებიც, რომ ყველაფრის მიუხედავად, "ლელოც" და ქართული ოპოზიციაც პარტნიორებთან კომუნიკაციისას მუდამ უჭერდა მხარს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. მინდა ღარიბაშვილს ასევე შევახსენო, რომ ევროპის ერთ-ერთმა უმსხვილესმა პოლიტიკურმა ოჯახმა, ALDE-მ, სწორედ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით მიიღო საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია.

„ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით, რომელიც ლობისტებში მილიონებს ხარჯავს, მაგრამ კრიტიკის გარდა ვერაფერს იღებს, რის გამოც დღეს მილიონობით ქართველის პერსპექტივა დააზარალა, სწორედ საქართველოს ოპოზიცია ცდილობს რომ საერთაშორისო ასპარეზზე ქართველი ხალხის 85%-ის ნება ღირსეულად წარმოადგინოს. ამ წუთებშიც, სანამ ღარიბაშვილი გაფუჭებულ საქმეს აუარესებს, ბრიუსელში "ლელოს" და ყველა პროევროპელი მოქალაქის სახელით ვაგრძელებ საქართველოს ყველა მნიშვნელოვან პარტნიორთან კომუნიკაციას ჩვენი სახელმწიფოს ევროპული მომავლისადმი მტკიცე და ურყევ მხარდაჭერის დასაფიქსირებლად. პრაქტიკა და ევროპარლამენტარების განცხადებები კარგად აჩვენებს თუ ვინ გააკეთა მეტი საქართველოს სასიკეთოდ, მთავრობამ თუ ოპოზიციამ“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა