ხონის მაგისტრ სასამართლოში იურიდიული დახმარების სამსახურის ორგანიზებით, ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩატარდა

ხონის მაგისტრ სასამართლოში იურიდიული დახმარების სამსახურის ორგანიზებით, ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩატარდა. აღნიშნულ ინფორმაციას იურიდიული დახმარების სამსახური ავრცელებს.

ნაფიცი მსაჯულები ხონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები პირები იყვნენ, ხოლო მოსამართლე, ბრალდებისა და დაცვის მხარეები ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატები და სამსახურის ადმინისტრაციის წარმომადგენლები იყვნენ.

„განიხილებოდა განზრახ მკვლელობის საქმე, რომელშიც ერთი ბრალდებული იყო. ნაფიცმა მსაჯულებმა მოუსმინეს ორივე მხარეს, ბევრი იმსჯელეს და საბოლოოდ, ხმათა უმრავლესობით, ბრალდებული პირი გაამართლეს.

ღონისძიება მოძრაობის - „აქციე კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი“ ფარგლებში, რაც მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა