ბიზნეს ინტერნეტბანკს საკრედიტო ხაზის ათვისების ფუნქციონალი დაემატა

„საქართველოს ბანკი“ ბიზნეს მომხმარებლის ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული სიახლეების დანერგვას განაგრძობს. ბიზნეს ინტერნეტბანკს ახალი ფუნქციონალი დაემატა, რომლის მეშვეობითაც საკრედიტო ხაზის, როგორც ონლაინ ათვისება, ასევე მისი ონლაინ დაფარვა უკვე შესაძლებელი ხდება. ინფორმაციას ამის შესახებ „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, საკრედიტო ხაზის ათვისება ბიზნესებს, როგორც მოკლევადიანი ლიკვიდურობის შევსების, ასევე საბრუნავი საშუალებების დაფინანსების მიზნით შეუძლიათ.

ფუნქციონალი ხელმისაწვდომია ბიზნეს ინტერნეტბანკის ავტორიზებული მომხმარებლისთვის, რომელსაც გაფორმებული აქვს საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება.

„“საქართველოს ბანკი“ მუდმივად ზრუნავს, რომ ბიზნესს სწორედ ის პროდუქტი და იმ სივრცეში შესთავაზოს, რომელიც მისთვის ყველაზე კომფორტული იქნება. ამჯერადაც, ბიზნეს პროცესების გამარტივების მიზნით, ბიზნეს ინტერნეტბანკს საკრედიტო ხაზის ათვისებისა და დაფარვის ფუნქციონალი დავამატეთ. ეს ბიზნესს საკრედიტო ხაზების მარტივად მართვის შესაძლებლობას აძლევს. მას შეუძლია საკრედიტო ხაზის ლიმიტი ერთ ან/და რამდენიმე ტრანშად აითვისოს, ან გაიაქტიუროს, ან ის ბიზნეს ინტერნეტბანკიდან საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში დაფაროს“,- განმარტავენ „საქართველოს ბანკში“.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან