ყველაფერი, რაც ქართველი ხალხის ცხოვრების შესახებ უნდა იცოდეთ

წიგნების ყოველთვიურად გამოწერის სერვისს გამომცემლობა „პალიტრა L“ კიდევ ერთ უნიკალურ სერიას ამატებს: 15 ტომისგან შემდგარი „საქართველოს ისტორიის პალიტრა“, რომელიც უძველესი დროიდან უახლეს პერიოდამდე ქართველი ხალხის კულტურის, ყოფა-ცხოვრების, სოციალური მდგომარეობის, ეკონომიკისა და პოლიტიკის შესახებ მნიშვნელოვან ცნობებს მოიცავს.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიის შესახებ ბევრი საინტერესო დოკუმენტური და მხატვრული ტექსტი წაგვიკითხავს, მათ შორის სკოლის პერიოდშიც, ისინი ყოველთვის „მეფეების ისტორიას მოგვითხრობდნენ“, ხალხი, მათი ყოფა-ცხოვრება კი უკანა პლანზე იყო გადაწეული. ამგვარად გამოვიდა, რომ დიდებული ქართველი მეფეებისა და პოლიტიკური მოვლენების შესახებ ბევრი ვიცით, ხალხის შესახებ კი არა. „საქართველოს ისტორიის პალიტრა“ სწორედ ამ დანაკლისის შევსებას ემსახურება, რადგან ის „ჩვეულებრივი ხალხის“ სოციალურ, ეკონომიკურ მდგომარეობას, მათ ყოველდღიურობას, საინტერესო წეს-ჩვეულებებს, ოჯახურ ცხოვრებას მოგვითხრობს, როგორც ომის, ეპიდემიებისა და მშვიდობის პერიოდში. ასევე, სერიაში გაეცნობით საინტერესო ქართულ გასტროთავგადასავლებს.

„საქართველოს ისტორიის პალიტრა“ ისტორიკოს ჯაბა სამუშიას ხელმძღვანელობითა და 20-ზე მეტი იტორიკოს-მკვლევრის ავტორობით მომზადდა. მათ ათასობით ისტორიულ წყაროზე დაყრდნობით მკითხველთა ფართო წრისთვის უნიკალური ტომეული შექმნეს. „პალიტრა L-ის“ ყოველთვიური გამოწერის სერვისი კი საშუალებას გვაძლევს, წიგნების სერია საუკეთესო ფასად და ყველაზე კომფორტული მომსახურებით შევიძინოთ. გამოწერის შემთხვევაში თითოეული წიგნის ფასი 20-ის ნაცვლად 13 ლარი იქნება, ერთიანად შეძენისას კი საშუალება გვაქვს ვისარგებლოთ დამატებითი ფასდაკლებითა და პარტნიორი ბანკის 0%-იანი განვადებით.

15-ტომეულის თემატიკა დაყოფილია შემდეგნაირად:

  • ძველი ქართული ცივილიზაციის სათავეებთან;
  • ქართველთა ეთნიკური ისტორია, ქართველთა ყოფა-ცხოვრება;
  • ზღვაოსნობა ძველ საქართველოში;
  • ადამიანებით ვაჭრობა ძველ საქართველოში;
  • ფული ძველ საქართველოში;
  • მოდა ძველ საქართველოში;
  • მედიცინის ისტორია საქართველოში;
  • ჯილდოები ძველ საქართველოში;
  • პოლიტიკური პარტიების ისტორია ძველ საქართველოში;
  • ეპიდემიები საქართველოში;
  • საქართველოს სამხედრო ისტორია;
  • გასტროისტორია;
  • ქართული ხუროთმოძღვრება.

წიგნის ყოველთვიური გამოწერის პრაქტიკა მსოფლიოს მასშტაბით წლების წინ გახდა პოპულარული, მისი გააქტიურება კი საქართველოში პანდემიურმა შეზღუდვებმა დააჩქარა. სერიების გამოწერა შესაძლებლობას გვაძლევს, ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად და სახლიდან გაუსვლელად მივიღოთ თვეში ერთი წიგნი და ასე შეუმჩნევლად შევაგროვოთ ჩვენთვის საინტერესო და ძვირფასი სერიები. „საქართველოს ისტორიის პალიტრა“ კი სწორედ ასეთი წიგნების რიცხვს მიეკუთვნება.

ჩვენი ქვეყნის ისტორიის შეცნობით უკეთ გავერკვევით საქართველოს როლზე დღევანდელ გეოპოლიტიკურ პროცესებში, მეტს გავიგებთ იმაზე, რატომ ვეკუთვნით ჩვენი ღირებულებებით კულტურით, წეს-ჩვეულებებით ევროპას და რატომ არის ჩვენი ადგილი დემოკრატიულ, განვითარებულ სახელმწიფოთა ალიანსებში.

იმისათვის, რომ კიდევ უფრო სიღრმისეულად შევიცნოთ, ვინ ვართ და საიდან მოვდივართ, აუცილებელი არ არის ვიკითხოთ რთული სამეცნიერო ნაშრომები, რომლებიც კონკრეტული წრეებისთვის არის დაწერილი. უკვე არსებობს პოპულარული ენით მოთხრობილი საქართველოს ისტორია, რომელსაც ნებისმიერი სპეციალობისა და ინტერესების მქონე მკითხველი მარტივად გაიგებს და მოვლენების თანმიმდევრულად და სწორად აღქმასაც შეძლებს.

ამრიგად, ყოველთვიურად შესაძლებლობა გვეძლევა, გავეცნოთ სერიის ახალ წიგნს და მომდევნოს მიღებამდე დავაგროვოთ გარკვეული ცოდნა. ამასთან, „საქართველოს ისტორიის პალიტრასთან“ ერთად, ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად შეგვიძლია გამოვიწეროთ სხვა სერიებიც, რომლებსაც ასევე სახლიდან გაუსვლელად მივიღებთ.

„საქართველოს ისტორიის პალიტრისა“ და სხვა სერიების გამოსაწერად დააჭირეთ აქ.

გა­მო­წე­რის ფასი 5 ლა­რი­დან იწყე­ბა. მისი გა­აქ­ტი­უ­რე­ბის შემ­დეგ თან­ხა ყო­ველ­თვი­უ­რად ჩა­მო­გეჭ­რე­ბათ და შეკ­ვე­თილ სე­რი­ას კუ­რი­ე­რი სა­სურ­ველ მი­სა­მარ­თზე მო­გი­ტანთ. შერ­ჩე­უ­ლი სე­რი­ის ის წიგ­ნე­ბი კი, რომ­ლე­ბის გა­მო­ცე­მა­ზეც „პა­ლიტ­რა L“ ჯერ კი­დევ მუ­შა­ობს, გა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე გად­მო­გე­ცე­მათ. ამას­თან, გა­მომ­წე­რებს წი­ნას­წარ შე­ეძ­ლე­ბათ წიგ­ნე­ბი გა­მო­ცე­მამ­დე და­ა­რე­ზერ­ვონ.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა