23 ივნისს, „ჯივიპი“ ღრმაღელე-სამგორის წყალგამტარ გვირაბზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

23 ივნისს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაური“ ღრმაღელე-სამგორის წყალგამტარ გვირაბზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ინფომრაციით, დაგეგმილი სამუშაოების ფარგლებში მაგისტრალური ქსელის ახლად შეცვლილ მონაკვეთზე გადაერთებითი სამუშაობი ჩატარდება და ასევე, დამონტაჟდება ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, რაც წყლის ნაკადების მართვას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

„გადაუდებელი სამუშაოები 23 ივნისს, საღამოს 22:00 საათზე დაიწყება და ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც დღეს, 23 ივნისს 22:00 საათიდან 25 ივნისის დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ნაძალადევის რაიონში - ზღვის უბნის III მ/რ-ს I კვარტლის N1, N8-9, N18- 22ვ კორპუსებს; IV მ/რ-ს; XI მ/რ-ს I- IV კვარტალებს, ზღვის უბნის IV, IX-X კვარტლებს; დადიანის ქუჩას, დადიანის II მ/რ-ს, სანზონის კორპუსებს, გურამიშვილის გამზირს, მანჯგალაძის, ვეშაპურის, ხიმშიაშვილის, მირზაანის, თოდრიას, ჟღენტის, ლოტკინის მთის, ზაქარაიას, ხუდადოვის, ბეჟანიშვილის, დაისის, დიდი ჯიხაიშის, ბენდელიანის, სარაჯიშვილის, ჩარგლის, ჯანელიძის, ურიდიას, ზვარეთის, ერისთავის, ჭყონდიდელის, ცისარტყელას, რკინიგზის, ღრმაღელეს, ლიახვის, რიონჰესის, ქუთათელაძის, ნოსტეს, სტურუას, მესხიშვილის, ორბეთის და მიმდებარე ქუჩებს.

გლდანის რაიონში - გლდანის I-IV და “ა” მიკრორაიონებს, შეშელიძის, ვეკუას, გმირ კურსანტთა, ქერჩის, ბოჭორიშვილის, ხიზანიშვილის, მეგობრობის და მიმდებარე ქუჩებს; თიანეთის გზატკეცილს.

ჩუღურეთის რაიონში - ლალიონის, ვეშაპურის, მეუნარგიას და ზაზიშვილის ქუჩებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის“,- ნათქვმაია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო