საქართველო, ევროპის ეროვნული საფოსტო ოპერატორების გაერთიანების PostEurop-ის თემატიკით „მითები და ისტორიები“ შექმნილი საფოსტო მარკების Europa 2022 –ის კონკურსში მონაწილეობას იღებს. ინფორმაციას ამის შესახებ „საქართველოს ფოსტა“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, მარკებზე, რომლებიც „საქართველოს ფოსტის“ სერვისცენტრებში ივნისის თვიდან არის მიმოქცევაში, გამოსახულია ლადო გუდიაშვილის ნამუშევრები „მედეა მიფრინავს იაზონთან“ და „ლეგენდა თბილისის დაარსებაზე“.
„აღსანიშნავია, რომ ყოველწლიურად, ევროპის ეროვნული საფოსტო ოპერატორების გაერთიანების "PostEurop"-ის ორგანიზებით, ევროპული მარკების „Europa“-ის საერთაშორისო კონკურსი იმართება.
ევროპული მარკების კონკურსში მონაწილეობის მიღება მხოლოდ „PostEurop“-ის წევრი ქვეყნების ეროვნულ საფოსტო ოპერატორებს შეუძლია. ქვეყნებს შორის რჩეული მარკა ხმის მიცემის საშუალებით გამოვლინდება, რომელსაც მსოფლიო მასშტაბით, რიგითი მოქალაქეები ახორციელებენ.
„Europa“-ის საფოსტო მარკები მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მარკებს წარმოადგენს. მათი მრავალფეროვანი თემატიკა ხაზს კულტურულ და ისტორიულ ჭრილში ევროპული ქვეყნების საერთო ფესვებს უსვამს.
ხმის მიცემა შესაძლებელია „Post Europ -ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.posteurop.org
ხმის მიცემა 2022 წლის 9 სექტემბრის ჩათვლით გრძელდება.
მარკის ავტორია ბაადურ ქობლიანიძე,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.