მცირე ბიზნესის განვითარებისთვის, „საქართველოს ბაკნის“, USAID-ისა და EFSE Entrepreneurship Academy-ს ერთობლივი პროგრამა განხორციელდა

„საქართველოს ბანკი“ პარტნიორებთან ერთად, მცირე მეწარმეების ხელშეწყობის პროგრამების მხარდაჭერას განაგრძობს. ამ მიზნით USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის, EFSE Entrepreneurship Academy-სა და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი პროექტი „ბიზ-ლინკი“ განხორციელდა, რომელიც საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებით შემუშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ „თიბისი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტი მიზნად მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, ექსპორტის მიმართულებით განვითარებას და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას ისახავდა. პროექტის ფარგლებში ჯგუფური ტრენინგები და ვორქშოფები, ინდივიდუალურ საჭიროებაზე მორგებული საკონსულტაციო სემინარები მოეწყო.

პროექტში 18 მცირე და საშუალო ბიზნესი იყო ჩართული. მათ ინფორმაცია და კონსულტაცია ისეთ თემებზე მიიღეს, როგორიცაა: ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, საექსპორტო ბაზრების იდენტიფიკაცია და შეფასება, ფინანსური მენეჯმენტი და ანგარიშგება, ფინანსური და ბიზნეს დაგეგმარება. ხოლო ინდივიდუალური საკონსულტაციო სემინარებზე ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად, ექსპორტის სამოქმედო გეგმა და ბიზნეს გეგმები შეიმუშავეს.

პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების შედეგად 10 მცირე და საშუალო საწარმომ სამიზნე საექსპორტო პროდუქტები და ბაზრები გამოავლინა, რომელთაგან ნახევარი მომზადებული სამოქმედო გეგმების შესაბამისად უკვე მოქმედებს (ექსპორტის მენეჯერების აყვანა, სამიზნე უცხოურ ბაზრებზე სავაჭრო ვიზიტები და ა.შ.). ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კუთხით კი, ექვსმა მცირე და საშუალო კომპანიამ 11 მლნ ლარის ოდენობით, დამატებითი ინვესტიციები მოიზიდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს