ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის ერთობლივი პროექტის მონაწილეთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის მოსწავლეებს უმასპინძლა, რომლებმაც მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების ერთობლივი სასწავლო კურსი წარმატებით დაასრულეს. ინფორმაციას ამის შესახებ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიების ფარგლებში პროექტის მონაწილე 20-მდე უფროსკლასელს სერტიფიკატი გადაეცა. მათ ასევე კამპუსის ტური ჩაუტარდათ. ახალგაზრდები KIU-ს საუნივერსიტეტო ქალაქს გაეცნენ.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრს შორის თანამშრომლობა 2021 წელს დაიწყო. იგი მიზნად რეგიონის მოსწავლეებისთვის უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების პოპულარიზაციას და ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობას ისახავს.

აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრი მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებით ერთობლივ სასწავლო პროგრამას რვა თვის განმავლობაში ახორციელებდნენ. სწავლების პროცესს KIU-ს პროფესორები გიორგი ონიანი და ია მოსაშვილი უძღვებოდნენ.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერის, მაგდა მაღრაძის თქმით, KIU-მ და ჭიათურის მულტიფუნქციურმა ცენტრმა რეგიონის აბიტურიენტებსა და მოსწავლეებს საინფორმაციო ტექნოლოგიებსა და მათემატიკაში სპეციალური მოსამზადებელი კურსი შესთავაზეს, რათა ახალგაზრდები უნივერსიტეტში ჩასაბარებლად სათანადოდ მომზადებულიყვნენ.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ინიციატივა და თანამშრომლობა გახლავთ, რომელიც წელს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრს შორის დაიწყო. პროექტის მიზანი გახლავთ, რეგიონში მცხოვრებ მოსწავლეებს საშუალება მივცეთ, უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად მოემზადონ. ამით ჩვენ ვცდილობთ, რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის განათლებაზე ხელმისაწვდომობა გავზარდოთ“, - აღნიშნა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერმა, მაგდა მაღრაძემ.

„ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციულმა დირექტორმა, თეიმურაზ ხონელიამ ახალგაზრდებს კურსის დასრულება მიულოცა და აღნიშნა, რომ კომპანია პროექტის მხარდაჭერას გააგრძელებს.

„დღეს ჩვენ პარტნიორებთან ერთად პროგრამის კურსდამთავრებულები დავაჯილდოვეთ. დაახლოებით ერთი წლის წინ ჭიათურაში უნიკალური პროექტი, საგანმანათლებლო პლატფორმა შევქმენით, რომელიც ადგილობრივ ახალგაზრდებს ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის საშუალებას აძლევს, იმისათვის, რომ შემდგომში მათ წარმატებული მომავალი, კარიერა ჰქონდეთ. ვულოცავ კურსდამთავრებულებს. ჩვენი კომპანია ინვესტირებას სოციალურ-კორპორაციული პოლიტიკის ფარგლებში, პროექტის მხარდაჭერას გააგრძელებს“, - განაცხადა „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციულმა დირექტორმა, თეიმურაზ ხონელიამ.

მათემატიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების პროგრამაში ჩართვა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს შეეძლოთ, რომლებმაც შესარჩევი კონკურსი წარმატებით გაიარეს. პროგრამას კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ აფინანსებს.

რას გულისხმობს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები, როგორ მიმდინარეობს სკოლების ავტორიზაციის პროცესი და იგეგმება თუ არა დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადება - ინტერვიუ განათლების მინისტრის მოადგილესთან
ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
მიხეილ ბატიაშვილი - ქვეყნის ყველაზე მასშტაბური, ციფრული საინფორმაციო ფონდი მალე ხელმისაწვდომი გახდება
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს