თსუ - ბიუჯეტის დაგეგმვაში მონაწილეობა დაინტერესებულ სტუდენტებსაც შეეძლებათ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამუშაო ფორმატში სტუდენტურ ჯგუფებთან მორიგი შეხვედრა ფინანსური გამჭვირვალობის საკითხსა და უნივერსიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვას ეხებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ თსუ ავრცელებს.

მათივე ცნობით, უნივერსიტეტის ბიუჯეტის ფორმირებაზე და სხვა საფინანსო საკითხებზე სტუდენტებს თსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი შამათავა და საფინანსო დეპარტამენტის ხელმძღვანელის მ.შ მანონი ჯოჯუა ესაუბრნენ.

„სტუდენტებს განემარტათ, თუ როგორ ხდება უნივერსიტეტის ბიუჯეტის ფორმირება, როგორ მიმდინარეობს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის და სხვა საფინანსო საკითხების დაგეგმარება/განხორციელება. სამომავლოდ შევთავაზეთ და შევთანხმდით, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში, სენატის წევრების გარდა, მონაწილეობა სხვა დაინტერესებულმა სტუდენტებმაც მიიღონ“, - განაცხადა ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ლაშა საღინაძემ.

როგორც მან აღნიშნა, შეხვედრაზე საუბარი ასევე, უმაღლესი განათლების დაფინანსების წესის ცვლილებას შეეხო, რაზეც საერთო პოზიცია არსებობს, რომ აღნიშნული წესი შეცვლას საჭიროებს.

„სამუშაო ფორმატში შეხვედრები შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მონაწილეობით უახლოეს პერიოდში გაგრძელდება. საერთო საცხოვრებლის თემაზე პირველი შეხვედრა უკვე გაიმართა. მიმდინარე კვირაში სტუდენტებთან ერთად, შეხვედრა რექტორის არჩევის წესის ცვლილებასა და სხვა აქტუალურ საკითხებზე გაიმართება. ამ საკითხებზე სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, სადაც სტუდენტებს შეეძლებათ, აქტუალური თემები განიხილონ და შესაბამისი ცვლილებების განხორციელების პროცესში მონაწილეობა მიიღონ,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნას მიღწეული
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
1 იანვრიდან შპს „თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
1 იანვრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა - ლურჯი ოკეანე ახალ, ყოველწლიურ ბიზნესღონისძიებას იწყებს
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
1 დეკემბერი - შიდსის მსოფლიო დღე - შიდსის ჯანდაცვის ფონდი გვახსენებს - „ჯერ არ დასრულებულა“
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე