ლანჩხუთში იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა

ლანჩხუთში იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა. როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გურიის მხარეში აქამდე მხოლოდ ოზურგეთის იურიდიული დახმარების ბიურო მოქმედებდა და უფასო სამართლებრივი დახმარება-სამართლებრივი კონსულტაციის მიღება ამიერიდან ლანჩხუთის მოსახლეობისთვისაც ხელმისაწვდომია.

მათივე ცნობით, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა ლანჩხუთელებს წარუდგინა კონსულტანტი მარინე კიკნაძე, რომელიც გამოცდილი, მაღალი კვალიფიკაციის იურისტია, წლების განმავლობაში მოსამართლედ მუშაობდა.

„ახალი ოფისის გახსნის შემდეგ ლანჩხუთის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის, საკრებულოს, გენდერული საბჭოს წევრები და სოფლების რწმუნებულები.

პრეზენტაციაზე, რომელიც იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა წარადგინა, ასახული იყო, როგორც უფასო სამართლებრივი დახმარების სერვისები, ასევე, მნიშვნელოვანი ადგილი ჰქონდა დათმობილი ბავშვთა უფლებებს, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებს, შშმ პირთა უფლებებს, შრომით სამართალს.

ღონისძიება ჩატარდა იურიდიული დახმარების სამსახურის მოძრაობის - „აქციე კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი“ ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია ევროპის საბჭოს (COE) თბილისის ოფისის მიერ და მიზნად ისახავს მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო