იუსტიციის მინისტრმა ევროკავშირის სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესის გამარჯვებულები დააჯილდოვა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ევროკავშირის სამართალში ყოველწლიური სტუდენტური კონკურსი დასრულდა.

მათივე ცნობით, იმიტირებული სასამართლო პროცესის გამარჯვებულები იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პირადად დააჯილდოვა.

მინისტრმა ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის მიმართ ინტერესი იზრდება – წელს კონკურსში 11 უმაღლესი სასწავლებლის 36 გუნდი, ჯამში, 119 კონკურსანტი მონაწილეობდა.

შეჯიბრების მიზანი ევროკავშირის სამართლის პოპულარიზაცია და ევროინტეგრაციის პროცესისადმი ინტერესის გაზრდაა. იმიტირებული სასამართლო პროცესის მონაწილეებს კონკურსის ყოველ ეტაპზე შესაძლებლობა ჰქონდათ, ევროკავშირის სამართალში ცოდნა გაეღრმავებინათ და მომავალი პროფესიისთვის საჭირო უნარ-ჩვევები შეეძინათ. დარეგისტრირებულმა გუნდებმა სპეციალური ტრენინგები გაიარეს. წერილობით ეტაპზე გამოვლენილმა 8 საუკეთესო გუნდმა კი, შეჯიბრება მომდევნო - ზეპირ ეტაპზე გააგრძელა. თითოეული ტური მოსამართლეებისაგან შემდგარმა კოლეგიამ შეაფასა და გამარჯვებულები გამოავლინა.

შეჯიბრების გამარჯვებული თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტთა გუნდი გახდა, რომელშიც ნიკოლოზ მოსიძე, ბექა ჭყონია, ლუკა ავაზაშვილი შედიოდნენ. იმიტირებული სასამართლო პროცესის საუკეთესო გამომსვლელი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ლუკა წიკლაური გახდა.

ღონისძიებაში მონაწილე გუნდებს სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ, გამარჯვებული გუნდი კი, იუსტიციის სამინისტრომ სიმბოლური საჩუქრებითა და ევროკავშირის სამართლის შესახებ სასწავლო სახელმძღვანელოთი დააჯილდოვა. საუკეთესო წერილობითი პოზიციის ავტორი და ფინალურ ეტაპზე გადასული გუნდები სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

2022 წლის შეჯიბრება საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და IRZ-ის მჭიდრო თანამშრომლობით ჩატარდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა