„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით სოფერ რუისპირში საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო აშენდება

"საქართველოს ბანკთან" პარტნიორობით კახეთში, სოფელ რუისპირში, საერთაშორისო ბრენდის, "მერკურის" ქვეშ ახალი, 4 ვარსკვლავიანი, 48 ნომრიანი სასტუმრო აშენდება. ამის შესახებ ინფორმაციას "საქართველოს ბანკი" ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის ჯამური ღირებულება 8.6 მილიონ ლარია, რომლის 50% "საქართველოს ბანკის" მიერაა დაფინანსებული. ამასთან, აღნიშნავენ, რომ "საქართველოს ბანკი" ტურიზმის სექტორის ხელშეწყობას განაგრძობს და ამ მხრივ ახალი პროექტების განხორციელებას უჭერს მხარს. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა და დირექტორმა, გიორგი ქოქოსაძემ აღნიშნა, სასტუმროში განთავსებული იქნება 48 ნომერი და 2 კოტეჯი, ტერიტორიაზე იქნება 2 საცურაო აუზი, სპა, სპორტული მოედნები და ველობილიკი.

„საქართველოს ბანკთან" 2020 წლიდან ვთანამშრომლობთ და ერთობლივი პარტნიორობის შედეგად კახეთში საერთაშორისო ბრენდის სასტუმროსაც გავხსნით 2023 წელს. სასტუმროში განთავსებული იქნება 48 ნომერი და 2 კოტეჯი, ტერიტორიაზე იქნება 2 საცურაო აუზი, სპა, სპორტული მოედნები და ველობილიკი. სასტუმრო ოპერირებას განახორციელებს საერთაშორისო ბრენდის „მერკურის“ ქვეშ. აღსანიშნავია, რომ ჩვენ სასტუმროს მშენებლობა პანდემიის პერიოდში დავიწყეთ და ამაში მხარდაჭერა "საქართველოს ბანკმა" გაგვიწია, რომ არ შეფერხებულიყო პროცესი და ამით ხელი არ შეგვშლოდა აქტიური ტურისტული სეზონისთვის მზადებაში. როგორც ჩვენი პარტნიორი, არც ჩვენ ვჩერდებით და უკვე გვაქვს სამომავლო გეგმები და ვაპირებთ კიდევ ერთი, ახალი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას“,- განაცხადა გიორგი ქოქოსაძემ.

როგორც "საქართველოს ბანკის" კორპორაციული გაყიდვების მიმართულების ხელმძღვანელი, გიორგი წეროძე განმარტავს, ცდილობენ მხარი დაუჭირონ ტურისტული პროექტების განხორციელებას.

„მოხარული ვართ, რომ ჩვენი ხელშეწყობით კიდევ ერთი, საერთაშორისო ბრენდის ქვეშ მოქმედი სასტუმრო გაიხსნება. ჩვენ ვცდილობთ მხარი დავუჭიროთ ტურისტული პროექტების განხორციელებას. მით უფრო ახლა, როდესაც ტურიზმის სექტორი კვლავ ზრდად მაჩვენებელზეა. საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვი 2022 წლის მაისში 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 228.5%-ით გაიზარდა და გვჯერა, რომ ეს სასტუმროც დიდ წვლილს შეიტანს ამ ციფრების ზრდაში. ასევე, ეკონომიკის გაჯანსაღებაში, ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში და რეგიონის განვითარებაში“,- განაცხადა გიორგი წეროძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა