ალექსანდრე დარახველიძემ ეუთოს მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ეუთოს მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სიმულაციური სწავლების სახელწოდება იყო - „ადამიანთა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა: სიმულაციური ხასიათის ეროვნულ ტრენინგზე დაფუძნებული მდგრადი თანამშრომლობა“.

ღონისძიების ფარგლებში, მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ და ტრეფიკინგის საკითხებში ეუთოს სპეციალურმა წარმომადგენელმა ვალიან რიჩიმ. “ალექსანდრე დარახველიძემ ისაუბრა ქვეყანაში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) მიმართულებით არსებულ სიტუაციაზე, უკანასკნელი წლების განმავლობაში, ამ სფეროში გატარებულ მნიშვნელოვან რეფორმებზე, გამოწვევებსა და სიმულაციური ხასიათის ტრენინგის მნიშვნელობაზე. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ეუთოს (OSCE) მადლობა გადაუხადა პროექტის მხარდაჭერისა და წლების განმავლობაში ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის, ტრენინგის მონაწილეებს კი წარმატებები უსურვა. პროექტის მიზანია საქართველოში ტრეფიკინგის თემატიკაზე სიმულაციური ხასიათის სწავლების დანერგვის ხელშეწყობა, რომლის მეშვეობით ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული უწყებების წარმომადგენლები ეფექტიანად გამოავლენენ და გამოიძიებენ შრომითი და სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ჩადენილი ადამიანებით ვაჭრობის შემთხვევებს”,- აღნიშნავენ უწყებაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო