პროექტში „შეფასება განვითარებისათვის“ ჩართული სკოლებისათვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, პროექტის „შეფასება განვითარებისათვის" ფარგლებში ვაკე-საბურთალოსა და ძველი თბილისის რაიონების სკოლების დირექტორებისა და მასწავლებლებისათვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ღონისძიება 55-ე საჯარო სკოლაში მოეწყო.

„შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ და პროექტის ხელმძღვანელმა ეკა ჯელაძემ პროექტში ჩართული სკოლების წარმომადგენლებთან ერთად საცდელი ტესტირების შედეგები განიხილეს.

შეხვედრის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ მიიღეს დეტალური ინფორმაცია ანგარიშის ელექტრონულ პლატფორმასთან და მის სპეციფიკასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ ელექტრონული პლატფორმის გამოცდის მიზნით ბოლო, ფართომასშტაბიანი საცდელი ტესტირება პროექტის ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით 500-ზე მეტ საჯარო სკოლაში მაისის თვეში ჩატარდა. როგორც ქართულის, ისე მათემატიკის ტესტი საცდელი ტესტირების თითოეულ დღეს 5000-დან 7000-მდე მოსწავლემ შეასრულა. მოსწავლეებმა და მშობლებმა, ასევე მასწავლებლებმა და დირექტორებმა დიაგნოსტიკური შეფასების დეტალური შედეგები სულ ახლახან მიიღეს. ელექტრონული სისტემისა და, კერძოდ, ანგარიშის მოდულის უკეთ გაცნობის მიზნით შეხვედრების გამართვას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი პროექტში ჩართული სხვა სკოლებისთვისაც გეგმავს",- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, პროექტზე „შეფასება განვითარებისათვის“ მუშაობა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2019 წელს დაიწყო. მისი მიზანია ელექტრონული პლატფორმის დახმარებით მეოთხე და მეექვსეკლასელების მიღწევების შეფასება სასწავლო წლის ბოლოს ქართულ ენასა და ლიტერატურაში (წიგნიერება) და აგრეთვე მათემატიკაში (რაოდენობრივი წიგნიერება). შედეგები დაეხმარება მოსწავლეებსა და მშობლებს, თვალი ადევნონ სასწავლო პროცესის მანძილზე მიღწეულ პროგრესს და მიიღონ ინფორმაცია მოსწავლეთა სუსტი და ძლიერი მხარეების შესახებ. ეს პროექტი სკოლას შესაძლებლობას მისცემს, დააკვირდეს სწავლა-სწავლების ტენდენციებს როგორც ცალკეული კლასის, ასევე, ზოგადად, სკოლის დონეზე. გასათვალისწინებელია, რომ მიღებული ქულები მოსწავლის წლიურ შეფასებაზე არ აისახება.

ირაკლი მელაშვილი - საფრთხე იმისა, რომ ხელისუფლებისთვის ბრძოლა წინა პლანზე წამოვიდეს და ამან შეიწიროს ჩვენი ევროპული პერსპექტივა, ძალიან დიდია - არც ერთ აქტორს არ ეტყობა ქვეყანაში შემცირდეს პოლარიზაცია
ქართული პრესის მიმოხილვა 30.06.2022
გოგა მელიქიძე - საპენსიო ფონდი მნიშვნელოვან ზრდას განაგრძობს
კახა ოქრიაშვილი - „ყაველაშვილის ტრიო“ მომავალში მრავალი პოლიტიკური ტრიუკისთვის იქნება გამოყენებული
„ფოთის ახალ საზღვაო ნავსადგურში“ დოკერისა და მძღოლ-ოპერატორების კურსებზე პრაქტიკულ სწავლებას 40-ზე მეტი პირი გადის
„ონისი“ - 3 მეგობრის მიერ დაწყებული გემრიელი ბიზნესი
კარდიოასმაგნე - გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენცია და მკურნალობა
„ლიბერთი“ მასწავლებელთა პოპულარიზაციის გლობალურ კამპანიას უჭერს მხარს
მელიქიშვილის 10 ნომერში სასტუმრო ”რამადა თბილისი” გაიხსნა
სს „ლიბერთი ბანკის“ გენერალურ დირექტორად ბექა გოგიჩაიშვილი დაინიშნა
"არქი" ოქროს ბრენდის გამარჯვებული გახდა
ისტორიული დღე ვატიკანში - პირველად, სიქსტის კაპელაში, ქართული გალობა გაისმა