რექტორის არჩევის წესის ცვლილებაზე სტუდენტთა სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე იმსჯელეს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რექტორი გიორგი შარვაშიძე, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი შამათავა, იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი არჩილ კუკულავა, ადმინისტრაციის წარმომადგენლები სამუშაო ფორმატში, სტუდენტურ ჯგუფს, რექტორის არჩევის წესის ცვლილების საკითხთან დაკავშირებით შეხვდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ თსუ ავრცელებს.

მათივე ცნობით, გიორგი შარვაშიძემ შეხვედრის მონაწილეებს რექტორის არჩევის წესთან დაკავშირებით არსებული საერთაშორისო გამოცდილება გააცნო.

„შეხვედრაზე აღინიშნა, რომ როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე სხვა სახელმწიფო უმაღლესი განათლების დაწესებულებებში, განსაზღვრული რექტორის არჩევის წესი, პროცედურები და კრიტერიუმები კანონით „უმაღლესი განათლების შესახებ“ რეგულირდება, შესაბამისად, ცვლილების შესახებ გადაწყვეტილება პარლამენტმა უნდა მიიღოს, თუმცა, ეს არის საკითხი, რომელზეც მსჯელობის დაწყება შესაძლებელია.

ასევე, იმსჯელეს, თუ როგორ შეიძლება საქართველოში მოქმედ კანონმდებლობაში არსებული წესის ცვლილება არჩევნებში აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის ჩართულობის გაზრდისა და დემოკრატიული პრინციპების გათვალისწინებით.

სამუშაო ფორმატში შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება. საერთო საცხოვრებლის, ფინანსური გამჭვირვალობის თემებზე პირველი შეხვედრა უკვე გაიმართა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ხათუნა ბურკაძე - ნატო რუსეთის აგრესიის პირისპირ მყოფი პარტნიორების მხარდაჭერას ზრდის, რაც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისათვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის
გიორგი კაჭარავა - ევროკავშირის გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა ევროპული სტრუქტურების შეცდომა იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 30.06.2022
ირაკლი მელაშვილი - საფრთხე იმისა, რომ ხელისუფლებისთვის ბრძოლა წინა პლანზე წამოვიდეს და ამან შეიწიროს ჩვენი ევროპული პერსპექტივა, ძალიან დიდია - არც ერთ აქტორს არ ეტყობა ქვეყანაში შემცირდეს პოლარიზაცია
კახა ოქრიაშვილი - "ღალატის პარტიას" არ სურს, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა
დავით ზილფიმიანი მიმართვას ავრცელებს
PSP წლის ორი უმნიშვნელოვანესი ბიზნესდაჯილდოების - „ოქროს ბრენდი 2021“ და „ეროვნული ბიზნეს რეიტინგი XXII“-ის გამარჯვებულია
„წისქვილი მცხეთაში“ – „წისქვილი ჯგუფის“ სარესტორნო ქსელს დღეიდან კიდევ ერთი გამორჩეული რესტორანი ემატება
„იმპექსში“ ყოველკვირეული, უპრეცედენტო შეთავაზებები იწყება
ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისათვის - ლიბერთის და “ტელეკლინიკა - MyDoc“-ის ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის პროგრამა
„აპარტ დეველოპმენტმა“ ახალი გაყიდვების ოფისი გახსნა
თბილისში დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის კიდევ ერთი ფილიალი გაიხსნა
„ვენდისსა“ და „დანკინში“ „დორას“ „მამალოები“ უკვე წარმატებით იყიდება