„ტვ პირველის“ ინფორმაციით, მათ ჟურნალისტს და ოპერატორს თავს უცნობი პირები დაესხნენ

„ტვ პირველის“ ინფორმაციით, მათ ჟურნალისტს, ნანუკა ქაჯაიას და ოპერატორს პაპუნა ხაჩიძეს თავს უცნობი პირები დაესხნენ, აგინეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. როგორც ტელეკომპანიაში აცხადებენ, შემთხვევა ცოტა ხნის წინ დოლიძის ქუჩაზე მოხდა.

„ირკვევა, რომ მოძალადეები ჟურნალისტსა და ოპერატორს თავს მხოლოდ იმიტომ დაესხნენ, რომ მათ ხელში „ტვ პირველის“ მიკროფონი დაუნახეს.

უცნობი პირების მიერ ჟურნალისტებზე თავდასხმას წინ უძღოდა „ქართული ოცნების" ლიდერის, მამუკა მდინარაძის, შეურაცხყოფა, რომელიც დეპუტატმა „შაბათის ეთერის“ ჟურნალისტს, ნანუკა ქაჯაიას დას, ნატა ქაჯაიას, მიაყენა.

შეგახსენებთ, რომ კიდევ ერთი თავდასხმა „ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე ერთი კვირის წინ ბათუმში მოხდა. ოპერატორს, მურმან ზოიძეს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა უცნობი პირებმა მცირეწლოვანი ბავშვების და არასამთავრობო ორგანიზაციების თვალწინ მიაყენეს“, - აცხადებენ ტელეკომპანიაში.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია