დიმიტრი პესკოვი უკრაინისა და მოლდოვის კანდიდატის სტატუსზე - ეს ევროკავშირის შიდა საქმეა

რუსეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები ისედაც დაზიანებულია და ძნელია მათი უფრო გაუარესებს, მათ შორის უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ევროკავშირის შიდა საქმეა.

„ეს, რა თქმა უნდა, შიდა ევროპული საქმეა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ამ პროცესმა მეტი პრობლემა არ მოგვიტანოს და მეტი პრობლემა არ მოგვიტანოს აღნიშნული ქვეყნების ჩვენთან ურთიერთობაში. ისედაც ბევრი პრობლემაა“, - აღნიშნა პესკოვმა.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება