28 ივნისს პანელური დისკუსია „ატომური ჩვევები - მცირე ცვლილებებით საოცარი შედეგებისკენ“ ფაბრიკაში გაიმართება

28 ივნისს ფაბრიკაში ჩატარდება „ლურჯი ოკეანის“ პანელური დისკუსია, რომლის თემაც არის კარგი ჩვევების გამომუშავება და ცუდი ჩვევებისგან გათავისუფლება. დისკუსიის სპიკერები იქნებიან: „ჯეპრას“ უფროსი კონსულტანტი სოსო გალუმაშვილი, „პაშა ბანკის“ აღმასრულებელი დირექტორი ნიკოლოზ შურღაია, საერთაშორისო აკადემია „ლოგოსის“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ჩავლეიშვილი და „ლობს ქოუჩინგის“ დამფუძნებელი, ქოუჩი კახი ლობჟანიძე. ისინი მონაწილეებს ჯეიმს ქლიერის წიგნზე „ატომური ჩვევები“ ესაუბრებიან და ამავდროულად, გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას, თუ როგორ დაძლიეს მავნე ჩვევები და როგორ მიაღწიეს დიდ მიზნებს პატარა ნაბიჯებით.

გაინტერესებთ, როგორ აყალიბებს ჩვევები თქვენს იდენტობას (ან იქნებ პირიქით)? რომელი უფრო მნიშვნელოვანია სასურველი შედეგების მისაღწევად: თვითდისციპლინა, მოტივაცია თუ გარემო? იქნებ თქვენზე ამბობენ, რომ ძალიან ნიჭიერი ხართ, მაგრამ ზარმაცი - გაინტერესებთ, გაიგოთ სიმართლე ნიჭის შესახებ? - სწორედ ამ კითხვებზე პასუხის მიღებაში დაგეხმარებათ ჯეიმს ქლიერის წიგნი და პანელური დისკუსია.

სოსო გალუმაშვილი, „ჯეპრას“ უფროსი კონსულტანტი: „შეხვედრაზე მოსული ადამიანები წიგნში მოცემული მეთოდოლოგიის გამოყენებას ისწავლიან. სპიკერები არამხოლოდ მოვყვებით ამონარიდებს და პრაქტიკულ რჩევებს წიგნიდან, არამედ მათ გავუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას, თუ როგორ გამოვიყენეთ ის ცხოვრებაში და მცირე ცვლილებებით როგორ მივაღწიეთ დიდ შედეგს. „ატომური ჩვევები“ სახელმძღვანელოა მათთვის, ვინც აქამდე უშედეგოდ ცდილობდა ცუდი ჩვევებისგან გათავისუფლებას. მეგზურია მათთვის, ვისაც ახალი ჩვევების ჩამოყალიბებისთვის აქამდე საკმარისი ცოდნა და მოტივაცია არ ჰქონდა. გზამკვლევია მათთვის, ვინც მეგობრებსა თუ კოლეგებს, შვილებსა თუ ახლობლებს სწორი რჩევებით ეხმარება.“

ნიკოლოზ შურღაია, პაშა ბანკის აღმასრულებელი დირექტორი, ვიდეობლოგი წიგნებზე ავტორი: „ადვილია გავაცდინოთ ვარჯიში, ფულის ხარჯვა ბიუჯეტს გადავაჭარბოთ მცირედ, ან პროექტი დავაგვიანოთ. შესაძლოა, თითოეულმა ამ გადახვევამ არ გვაქციოს სუსტად, ღარიბად ან უმუშევრად. ასევე პირიქით, რამდენიმე დღე ვარჯიში არ გვაქცევს სპორტსმენად, ერთხელ დაზოგვა არ გაგვხდის მილიონერად და ვადაში გაკეთებული ერთი პროექტი არ შექმნის ჩვენი წარმატების ისტორიას. ამავე დროს, თუ ყოველდღე 1%-ით გავაუმჯობესებთ რაიმეს, ის 37-ჯერ გაიზრდება წლის მანძილზე. თუ ყოველდღე 1%-ით შევამცირებთ რაიმეს, ის თითქმის გაქრება! სწორედ ამას ეხება წიგნი, რომლის გარშემოც ძალიან საინტერესო პანელური დისკუსია იგეგმება.“

„ატომური ჩვევების“ რევოლუციური სისტემა გასწავლით, როგორ გახდეთ ყოველდღე 1%-ით უკეთესი. პატარა ცვლილებებს თქვენი კარიერის, ურთიერთობებისა და ცხოვრების გარდაქმნა შეუძლია.

პანელური დისკუსია 28 ივნისს 19:00 საათზე გაიმართება. დასასწრები ბილეთის შესაძენად ეწვიეთ ბმულს. სტუდენტებისთვის მოქმედებს 35%-იანი ფასდაკლება. პრომო კოდის მისაღებად გადადით „ლურჯი ოკეანის“ გვერდზე.

(R)

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო