რომეო მიქაუტაძემ მონაწილეობა მიიღო შეხვედრაში, სადაც მუნიციპალიტეტების მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ თბილისში, სასტუმრო "უინდემ გრანდ თბილისში“ გამართულ ღონისძიებაზე სახელწოდებით „მუნიციპალიტეტები მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატისთვის," მუნიციპალიტეტებში ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების განვითარების ხელშეწყობაზე ისაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღონისძიებაზე მუნიციპალიტეტების მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმების (SECAP) სამუშაო ვერსიების ძირითადი საკითხები განიხილეს.

შეხვედრის მიზანს ასევე წარმოადგენდა ზემოაღნიშნული კუთხით, მუნიციპალიტეტების მხრიდან მიღებული გამოცდილების გაზიარება და სამოქმედო გეგმების მომზადების, მონაცემების დამუშავების მიზნით შექმნილი ელექტრონული სისტემის პრეზენტაცია.

სამინისტროს განცხადებითვე, შეხვედრა გაიმართა პროექტის „ინტეგრირებული გამჭვირვალობის ჩარჩო“ (CBIT ITF) ტექნიკური მხარდაჭერით. ამასთან, პროექტი ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (MEPA) მიერ და მისი აღმასრულებელია კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus). პროექტის დაფინანსებას უზრუნველყოფს გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი (GEF), განხორციელებას გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა (UNEP).

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
„ეფეს საქართველოს“ მეწარმეობის პროგრამის პრე-აქსელერატორი დაიწყო
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა