ცენტრ „ემპათიას“ ექსპერტები კლინიკა „ვივამედში" მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდნენ

ცენტრ „ემპათიას" ექსპერტები კლინიკა „ვივამედში" ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდნენ. „ემპათიას" ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, მზადდება ექსპერტიზის დასკვნა, სადაც დოკუმენტირებულად და მტკიცებულებებზე დაფუძნებული დასკვნა იქნება იმის შესახებ, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვა არასწორად მიმდინარეობდა, რამაც ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება გამოიწვია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯიშკარიანმა განუცხადა, ექსპერტების დასკვნა სავარაუდოდ, ერთ კვირაში გამოქვეყნდება.

„მიმდინარეობს მუშაობა, ვსწავლობთ სამედიცინო ბარათებს. ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია იქნა ამოკრეფილი, რაც მიუთითებდა იმაზე, რომ გორის ჰოსპიტლიდან მიხეილ სააკაშვილის გაწერა არ იყო ადეკვატური ქმედება და რუსთავის მე-12 დაწესებულებაში ის იმყოფებოდა შეუსაბამო პირობებში, ვინაიდან საჭიროებდა სტაციონარულ მკურნალობას და იმყოფებოდა არაშესაბამისი სამედიცინო მომსახურების ქვეშ. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითი გაუმჯობესება არ არის, რაც მიუთითებს იმას, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში მისი ყოფნა არ არის რელევანტური. ჩემი პირადი შეხედულებით, გამოსავალი არის საზღვარგარეთ ადეკვატურ კლინიკაში გადაყვანა და შესაბამისი მკურნალობის მიწოდება. შემთხვევა საკმაოდ რთულია. განსაკუთრებით რთულია ნევროლოგიური მიმართულებით და ასევე სომატური თვალსაზრისით საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ. მდგომარეობა გაუარესებულია, რისი მართვა ძნელია. მხოლოდ ხელოვნურად მიწოდებული საშუალებებით ხდება მისი ნივთიერებათა ცვლის შენარჩუნება. სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნება მიმდინარეობს ხელოვნური ჩარევის საფუძველძე, რასაც მკურნალობას ვერ დავარქმევთ“, - განაცხადა ჯიშკარიანმა.

მისი თქმით, სააკაშვილი საკვებს იღებს, თუმცა ნორმაზე ნაკლები კალორაჟით. როგორც ჯიშკარიანმა აღნიშნა, იმისათვის, რომ მდგომარეობა კიდევ უფრო არ დამძიმდეს, ამისთვის საჭიროა ევროპულ კლინიკაში გადაყვანა.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს