ეროვნული ბანკი - სსფ-ის ანგარიში ეროვნული ბანკის ნაბიჯებს ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელთან დასაახლოებლად დადებითად აფასებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოსთვის ახალი სამწლიანი პროგრამა დაამტკიცა, რომელიც ქვეყნისთვის საჭიროების შემთხვევაში $280-მილიონიანი დაფინანსების გამოყოფას ითვალისწინებს. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ვრცელი ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც დეტალურად მიმოიხილავს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას და რეგიონში მიმდინარე მოვლენებს.

დოკუმენტში განხილულია გლობალური პანდემიის ფონზე გატარებული ღონისძიებები. ანგარიშის თანახმად, გატარებულმა პოლიტიკამ ხელი შეუწყო 2021 წელს Covid-19-ის შოკის შემდგომ აღდგენას. ამასთან, საუბარია უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებული სრულმასშტაბიანი ომის მიერ გამოწვეულ შედეგებზე.

„კრიზისამდელ პერიოდში არსებული ძლიერი საფინანსო ზედამხედველობისა და სებ-ის მიერ გატარებული სწრაფი საზედამხედველო ღონისძიებების შედეგად, ბანკებმა მსესხებლებისთვის დაფარვებზე შეღავათების შეთავაზება შეძლეს თანაც ისე, რომ ეკონომიკის დაკრედიტება არ შეფერხებულიყო. ასევე, საფინანსო სისტემაზე ფართომასშტაბიანი გავლენა თავიდან იქნა აცილებული "ვითიბი ბანკი საქართველოს" აქტივების და ვალდებულებების ორ სხვა შედარებით მცირე ბანკში გადატანით. სებ-მა კომერციულ ბანკებს სანქციების დაცვა მოსთხოვა, რითაც რისკების შეზღუდვა მოახდინა", - აღნიშნულია ანგარიშში.

ამასთან, დადებითად არის შეფასებული ეროვნული ბანკის ქმედებები ინფლაციასთან მიმართებით. "გლობალური მასშტაბით არსებული მაღალინფლაციური წნეხის პირობებში, ეროვნული ბანკი მის მიერ დადგენილი ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის ერთგული რჩება", - ნათქვამია ანგარიშში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან