აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ მხარი დაუჭირა გადაწყვეტილების გაუქმებას, რის შედეგადაც მილიონობით ქალი აბორტის ლეგალურ უფლებას დაკარგავს

ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ მხარი დაუჭირა 1973 წლის გადაწყვეტილების (Roe v. Wade) გაუქმებას, რის შედეგადაც მილიონობით ქალი აბორტის ლეგალურ უფლებას დაკარგავს.

BBC-ის ცნობით, მოსალოდნელია, რომ აშშ-ის შტატების ნახევარი, აბორტთან დაკავშირებით, ახალ შეზღუდვებს ან აკრძალვებს დააწესებენ.

როგორც მედია წერს, ცამეტმა შტატმა უკვე მიიღო კანონი, რომელიც, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, აბორტს ავტომატურად აკრძალავს. რიგი სხვა შტატები კი, სავარაუდოდ, ახალ შეზღუდვებს სწრაფად შემოიღებენ.

ჯანდაცვის ორგანიზაციის Planned Parenthood-ის კვლევის თანახმად, მთლიანობაში, აბორტის ხელმისაწვდომობა, სავარაუდოდ, რეპროდუქციული ასაკის დაახლოებით 36 მილიონ ქალს აღარ ექნება.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს