„ემპათიას“ ხელმძღვანელი - 2 წელი მაინც სჭირდება მიხეილ სააკაშვილს მკურნალობა და რეაბილიტაცია სპეციალიზირებულ დაწესებულებაში, სტრესისგან თავისუფალ გარემოში

ცენტრ „ემპათიას" ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, ყოფილ პრეზიდენტს ტემპერატურული რეაქციები აქვს და დგინდება ტემპერატურის წარმოშობის მიზეზები.

როგორც „ინტერპრესსნიუსს“ ჯიშკარიანმა მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განუცხადა, ყოფილი პრეზიდენტის ციხეში დაბრუნება წარმოუდგენელია. მისი თქმით, ორი წელი დასჭირდება სააკაშვილის მკურნალობას და რეაბილიტაციას.

„ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ტემპერატურული რეაქციები ჰქონდა. ახლაც ტემპერატურა 37 გრადუსზე მეტი ჰქონდა. ჯერჯერობით დგინდება ტემპერატურის წარმოშობა. სიტუაცია არასტაბილურია და ყველა ჩვენს მიერ დადგენილი დიაგნოზების დამძიმების სტადიაა. ვცდილობთ, რომ ჩვენი დასკვნა იყოს, რაც შეიძლება სასწრაფოდ, იმიტომ, რომ ციხის პირობებში მისი მკურნალობა არ მგონია, რომ იყოს შესაბამისი. ციხეში დაბრუნება წარმოუდგენლად მიგვაჩნია, იმიტომ, რომ ის არის სტაციონარული პაციენტი. ორი წელი მაინც სჭირდება ამ ადამიანს მკურნალობა და რეაბილიტაცია სპეციალიზირებულ დაწესებულებაში, სტრესისგან თავისუფალ გარემოში”,- განაცხადა ჯიშკარიანმა.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს