რუსთაველის გამზირზე, სადაც აქცია "შინ ევროპისკენ" უნდა გაიმართოს, მოქალაქეები იკრიბებიან

რუსთაველის გამზირზე, სადაც აქცია "შინ ევროპისკენ" უნდა გაიმართოს, მოქალაქეები იკრიბებიან. ადგილზე არიან აქციის ორგანიზატორები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ასევე პოლიტიკოსები. დასრულებულია სცენის მონტაჟი.

აქცია „სირცხვილიას“ და სხვა სამოქალაქო ორგანიზაციების ორგანიზებით ტარდება.

აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, დღეს საზოგადოებას სამოქმედო გეგმას გააცნობენ.

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, 24 ივნისს საზოგადოება გაიცნობს ადამიანების ფართო გაერთიანებას, რომელიც „საქართველოს შინ, ევროპისკენ გაუძღვება“.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე