ვაკის რაიონში რამდენიმე მისამართზე ლიფტების რეაბილიტაცია განხორციელდა

ვაკის რაიონის გამგეობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან თანამშრომლობას განაგრძობს. მათი მომართვიანობის საფუძველზე კი, რამდენიმე მისამართზე ლიფტები განახლდა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, კერძოდ, მრავალსართულიანი კორპუსების ლიფტები ვაჟა-ფშაველას III კვარტლის N1ა და N1ბ-ს და ნუცუბიძის II მ/რ-ის II კვარტლის N11-ში რეაბილიტირდა.

მათივე ცნობით, სამუშაოების მიმდინარეობისას, გამოიცვალა როგორც ლიფტების მექანიკური ნაწილები, ისე კაბინები და სხვა დეტალები. ამასთან, განახლებული ლიფტი ნუცუბიძის II მ/რ-ის II კვარტლის N11 კორპუსში შშმ პირებზე ადაპტირებულია.

„დასრულებულ სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან ერთად გაეცნო.

ლიფტების სარეაბილიტაციო პროექტების დაფინანსება ეტაპობრივად და საბიუჯეტო რესურსების გათვალისწინებით მიმდინარეობს.

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ წესის მიხედვით, სამუშაოების განხორციელებისას პროექტების ღირებულების 5% ამხანაგობის საერთო ანგარიშზე რჩება და მოსახლეობის მიერ კორპუსის საერთო საჭიროებებს მოხმარდება. ამხანაგობა ვალდებულია, განახორციელოს „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსებული სამუშაოების შედეგად რეაბილიტირებული და ამხანაგობის საერთო სარგებლობაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა