ყაზახეთში აჭარის შესახებ სიუჟეტებსა და ბლოგებს გაეცნობიან

ყაზახეთის წამყვანი მედიასაშუალებების ჟურნალისტები და ინფლუენსერები აჭარის ტურისტული პროდუქტების შესახებ მასალებს ამზადებენ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, Forbes-ის, Selfie Travel-ის, Tv31 -ის წარმომადგენლებმა ბლოგერებთან ერთად უკვე დაათვალიერეს ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ბოტანიკური ბაღი, პეტრას ციხე, არქეოლოგიური და ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმები. მათი ყურადღების ცენტრში მოექცა აჭარული ხაჭაპურის მომზადების მასტერკლასიც.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული მედიატურის მონაწილეები რეგიონში ყოფნისას მტირალას ეროვნული პარკის დალაშქვრას, გონიოს ციხის, ქედის ტურისტული ღირსშესანიშნაოებების მონახულებას, ადგილობრივი კერძებისა და ღვინის დაგემოვნებას გეგმავენ.

მათივე ცნობით, საერთაშორისო და შიდა მედიაში აჭარის შესახებ სტატიების, რეპორტაჟებისა და გადაცემების მომზადების მიზნით, ასევე რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით აჭარას მედიისა და ტურისტული კომპანიების 259 წარმომადგენელი სტუმრობდა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში პრეს-ინფო ტურების მოწყობას წლის ბოლომდე გააგრძელებს.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ