ლევან კაჭარავას დედის განცხადებით, მისი შვილი ქილერმა მოკლა, რომელმაც სავარაუდოდ, საქართველო უკვე დატოვა

ბაგებში, ავტომობილში ჩაცხრილი ბიზნესმენის, ლევან კაჭარავას დედის, ელენე მხეიძის განცხადებით, მისი შვილი ქილერმა მოკლა.

როგორც ბიზნესმენის დედა ამბობს, ლევან კაჭარავას მტერი არ ჰყოლია. ის ვარაუდობს, რომ დაქირავებულმა მკვლელმა საქართველო უკვე დატოვა.

„მე გეუბნებით, რომ ეს საქართველოს ამბავი არ არის. სამსახურეობრივი ნამდვილად არ არის. ვინმე რომ დავადანაშაულო, თქვენ მოგეწონებათ? მე შემიძლია გითხრათ, როგორც თვითონ ექიმმა, ეს არის დაქირავებული ქილერი, ის უკვე საქართველოში ალბათ არ არის", - განაცხადა მხეიძემ.

კითხვაზე, თუ სად იმყოფებოდა კაჭარავას მძღოლი და რატომ გადაადგილდებოდა ის სხვა პირთან ერთად მანქანით, ლევან კაჭარავას დედა ასე პასუხობს: "ცოლი გასვენებაში იყო წასული და მასთან სხვა იყო. თანამშრომელიაო, ასე მითხრეს. მისი მძღოლი კახა არ იყო საჭესთან და სწორედ ამაშია საქმე, კახა არის ორგანოს ყოფილი მუშაკი. ვინ იყო გუშინ არ ვიცი, თანამშრომელიაო. ის დაკითხვაზე იყო. სად მოხვდა ტყვია, თავში, კისერში თუ სად, არ ვიცი. ლევანს სიკეთის მეტი არაფერი გაუკეთებია. საქართველოში მას მტერი რომ არ ჰყავდა, ეს შემიძლია გითხრათ 100%-ით",- განაცხადა მხეიძემ.

ბიზნესმენის დეიდაშვილი, სალომე კობალაძე აცხადებს, რომ მათ მკვლელობის კონკრეტული ვერსია არ აქვთ.

„კონკრეტული ვერსია არ გვაქვს, ვერც ვფიქრობთ, ვის შეიძლება ასეთი ორგანიზებული დანაშაული ჩაედინა, ასეთი კონკრეტული მტერი ან ცუდის მსურველი არავინ ჰყავს",- განაცხადა კობალაძემ.

კითხვაზე, უკავშირდება თუ არა აღნიშნული მკვლელობა წარსულიდან რაიმე ფაქტს, ის ასე პასუხობს: "ძალიან ბევრი დრო გავიდა მას შემდეგ, რომ რამე იქიდან მოყოლილი კუდი იყოს, ლევანი კონკრეტულში არაფერში იყო მაშინაც დამნაშავე. ყველაზე რთული ისაა, რომ არანაირი ვერსია არ არის. როცა კონკრეტული მტერი იცი, გაცილებით ადვილია იცოდე, რატომ მოხდა. ლევანი როგორც ვიცი, საქმიან შეხვედრაზე იყო. მას ნამდვილად არ უთვალთვალებდნენ, არც შეუნიშნავს, დაცვით არ დადიოდა, მძღოლით ბევრი გადაადგილდება. როგორც მე ვიცი, მის პირად მძღოლს ლევანის მეუღლე ჰყავდა სადღაც. ის ადამიანი ერთ-ერთი თანამშრომელი იყო და მას გამოჰყვა, ლევანის ავტომობილი არ იყო, სავარაუდოდ, კომპანიის იყო. ახლა ვინმეს დადანაშაულება ძალიან რთულია",- განაცხადა კობალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენი ლევან კაჭარავა ბაგებში, წყნეთის გზაზე გუშინ საკუთარ ავტომობილში ჩაცხრილეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლებით (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარება) მიმდინარეობს.

ვახუშტი მენაბდე - ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არა პრეზიდენტის დაზიანება და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, არამედ 26 ოქტომბრისთვის ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ