საფრანგეთში ჩინეთის ელჩის განცხადებით, ჩინეთი მზადაა ტაივანისთვის ნებისმიერი საშუალებით იბრძოლოს

ჩინეთი მზადაა ტაივანისთვის ნებისმიერი საშუალებით იბრძოლოს. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა კუნძულის თავის შემადგენლობაში დაბრუნებას არც სამხედრო გზით გამორიცხავს. ამის შესახებ ჩინეთის ელჩმა საფრანგეთში ლუ შაემ განაცხადა.

„ჩვენ დავიბრუნებთ ტაივანს ყველა საშუალებით, მათ შორის სამხედრო საშუალებითაც“,- განაცხადა დიპლომატმა კუნძულის მომავლის განხილვისას.

ცნობისთვის, ტაივანი ნაწილობრივ აღიარებული სახელმწიფოა. მისი ხელისუფლება სრული დამოუკიდებლობისთვის იბრძვის. პეკინი კი კუნძულს თავის ტერიტორიად მიიჩნევს, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის კომუნისტურ პარტიას ის არასდროს უმართავს.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს