რუსთავში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა

რუსთავში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა.

ძლიერმა ქარმა გვიან ღამით სახურავები დააზიანა, მოტეხა მრავალწლოვანი ხეები, დააზიანა გარეგანათების ელექტროსადენები.

ქარმა მე-7ა მიკრორაიონსა და სარაჯიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლებს სახურავები ახადა. მშენებელთა და რუსთაველის ქუჩებზე, კი ხეები დააზიანა.

სტიქიამ ცენტრალურ პარკშიც შექმნა პრობლემები - დაზიანებულია ხეები და "ოქსიგენ ფესტისთვის" დამონტაჟებული სცენა და ინფრასტრუქტურა.

ადგილებზე მობილიზებული იყვნენ რუსთავის მერიის შესაბამისი სამსახურები.

რუსთავის მერიის ინფორმაციით, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდნენ "რუსთავ-სერვის ცენტრის" თანამშრომლები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ბრიგადები.

,,მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა მერიის როგორც ინფრასტრუქტურის სამსახური, ისე ,,რუსთავ-სერვის ცენტრი.“ მერიის ცხელ ხაზზე შემოსული ყველა მისამართი შემოწმებულია. რამოდენიმე ლოკაციაზე ხეები იყო წაქცეული, არის მისამართები, სადაც სახურავის პრობლემაც შეიქმნა. ამ წუთებშიც მუშაოებენ ჩვენი სამსახურები, ყველა იმ ლოკაციაზე, სადაც წუხანდელმა სტიქიამ პრობლემა შექმნა, შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ და მაქსიმალურად გვერდში დავუდგებით მოსახელობას“, - განაცხადა რუსთავის მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძემ.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია