ადვოკატები ჩოხატაურის მოსახლეობას შეხვდნენ

იურიდიული დახმარების დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი და ადმინისტრაციის თანამშრომლები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის, საკრებულოს, სოციალური სამსახურების წარმომადგენლებსა და სოფლების რწმუნებულებს შეხვდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ იურიდიული დახმარების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, სპეციალურ პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო უფასო სამართლებრივი დახმარების მიღების კრიტერიუმები, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხები, ბავშვთა უფლებები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები და სხვა უმნიშვნელოვანესი პროექტები, რაზეც იურიდიული დახმარების სამსახური მუშაობს.

„ჩოხატაურელებმა აღნიშნეს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია უფასო სამართლებრივ დახმარებაზე ხელმისაწვდომობა მათი მუნიციპალიტეტისათვის, რადგან დაგროვილია არაერთი სამართლებრივი პრობლემა, რომელიც მოსახლეობას აწუხებს და დროულ რეაგირებას საჭიროებს. მათ შორისაა, მიწის რეგისტრაცია, მემკვიდრეობა და საოჯახო დავების საკითხები.

განსაკუთრებული ინტერესი იურიდიული დახმარების სამსახურის მობილურმა აპლიკაციამ LAS Georgia-მ და "პარალეგალების" პროექტმა გამოიწვია. ადგილობრივთა ნაწილი პირველადი იურიდიული დახმარების გაწევის მსურველთა სიაში უკვე დარეგისტრირდა და ტრენინგებს მალე გაივლიან, სპეციალურ ცოდნას მიიღებენ და დაინტერესებული პირებისათვის მნიშვნელოვანი დახმარების გაწევას თავადაც შეძლებენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა