გერმანიაში „დიდი შვიდეულის“ სამიტი მიმდინარეობს

„დიდი შვიდეულის“ რიგით 48-ე სამიტი, რომელსაც გერმანია ხელმძღვანელობს, ბავარიის ალპებში, გარმიშ-პარტენკირხენის რაიონში მდებარე ელმაუს ციხესიმაგრეში დაიწყო.

გერმანიის, ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, კანადის, იტალიისა და იაპონიის სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურების გარდა, სამიტს ესწრებიან ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.

გერმანიის „დიდი შვიდეულის“ თავმჯდომარეობის პროგრამის სლოგანია „პროგრესი სამართლიანი სამყაროსთვის“.

წლის დასაწყისში გამოცხადებული პრიორიტეტებია, ეკონომიკური სტაბილურობა და ტრანსფორმაცია, ჯანსაღი ცხოვრების წესი, უკეთეს მომავალში ინვესტირება, ძლიერი ერთიანობა.

„საერთო ღირებულებებიდან გამომდინარე, ჩვენ გვსურს მკაფიო პოზიცია დავიკავოთ საერთაშორისო კრიზისებში და წამოვიწყოთ ინიციატივები საერთაშორისო თანამეგობრობის რეალიზებისთვის. ჩვენ ენერგიულად დავიცავთ საერთაშორისო სამართლის პატივისცემასა და წესებზე დაფუძნებულ მრავალმხრივ წესრიგს“, - ნათქვამია სამიტის პროგრამაში.

ცნობილია, რომ სამიტის მესამე სესია უსაფრთხო პოლიტიკას დაეთმობა. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, სავარაუდოდ, შეხვედრას ორშაბათს დილით ვიდეო ჩართვით შეუერთდება.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ