წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში მეწყრული პროცესები განვითარდა

უხვი ნალექის შედეგად წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მედანსა და ჩქვალერში მეწყრული პროცესები განვითარდა.

ერთ-ერთი ოჯახის საკარმიდამო ნაკვეთი ორ ნაწილად გაყო.

მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის თამარ ბელქანიას ინფორმაციით, საუბარია 2 ჰა-მდე მიწის ნაკვეთზე.

ასევე, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ბოძები, ბუნებრივი აირის მილი, წყალსაქაჩი და საავტომობილო გზა.

სტიქიის ზონაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებიან.

"გადაუღებელმა წვიმამ გამოიწვია მეწყრული პროცესები, განსაკუთრებით დაზიანდა სოფელი ჩქვალერი და მედანი. მიქავების საკარმიდამო ნაკვეთზე დაიძრა მიწა. დაზიანებულია გაზის მილი, ელექტროსადენები, წყალსაქაჩი, შესაბამისი კომუნიკაციების გარეშეა მოსახლეობა დარჩენილი. მეწყერმა დააზიანა საავტომობილო გზა. შექმნილია კომისია და შესწავლილი იქნება, თუ რამდენად უსაფრთხო იქნება ადამიანებისთვის აქ ცხოვრება. საუბარია ორ ოჯახზე, თუმცა ამ ზონაშია მოქცეული კიდევ ექვსი ოჯახი. შესაბამისად, ამ მიდამოების დათვალიერება მიმდინარეობს",- განაცხადა თამარ ბელქანიამ.

ბოლო დღეების განმავლობაში უხვმა ნალექმა სამეგრელოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე