ლევან ბეჟაშვილი - „ქართულ ოცნებაში“ დეპოლარიზაციაში გულისხმობენ, რომ ოპოზიციამ პირში წყალი ჩაიგუბოს, დეოლიგარქიზაციაში კი გულისხმობენ, რომ ოპოზიციის ლიდერები ყოფილან ოლიგარქები

„ქართული ოცნების" ულოგიკობა გასაგებია - დეპოლარიზაციაში გულისხმობენ, რომ ოპოზიციამ პირში წყალი ჩაიგუბოს, დეოლიგარქიზაციაში გულისხმობენ, რომ ოპოზიციის ლიდერები ყოფილან ოლიგარქები, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, უკიდურესად პოლარიზებულ პოლიტიკურ ვითარებაში ერთადერთი გამოსავალი ტექნიკური მთავრობის მუშაობაა, რომლის ფარგლებშიც პროფესიონალი და არაპარტიული ადამიანები 12- პუნქტიან გეგმაზე იმუშავებენ, რათა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

"ქართული ოცნების" ლოგიკა თანამედროვე სახელმწიფოს გაგებასთან და იმ მოთხოვნებთან, რომელსაც ევროპა უყენებს საქართველოს, შეუთავსებელია. ამიტომ დეოლიგარქიზაციის პროცესი მოხდება და ეს მოხდება ან მათი მონაწილეობით ან ქართველ ხალხს მოუწევს აქტიური მოქმედება, რომ საქართველოს ჰქონდეს ევროპული მომავალი,"- განაცხადა ბეჟაშვილმა.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერული პროექტების ნოვატორულ დიზაინ კონცეპციებს NBK-ს ტერაკოტას საფასადე მასალებით აღასრულებს
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
Tempo Beverages-მა „ზედაზენის“ საკონტროლო პაკეტი შეიძინა – ისტორიული გარიგება ქართული სასმელების სექტორში
„მადლიერების ჩიტი“ გორდელაძეების მრავალშვილიან დედას – ნათია ღაჟონიას გადაეცა