ოთარ შამუგია USAID საქართველოს მისიის დირექტორს, პიტერ ვიბლერს შეხვდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID საქართველოს მისიის დირექტორს, პიტერ ვიბლერს შეხვდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ერთობლივად განხორციელებული და მიმდინარე პროექტები შეაჯამეს.

„ოთარ შამუგიამ მადლობა გადაუხადა USAID საქართველოს მისიის დირექტორს წლების განმავლობაში გაწეული მხარდაჭერისთვის.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის და სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს.

როგორც პიტერ ვიბლერმა აღნიშნა, USAID განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვითი მიმართულებებით.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, USAID-ის ეკონომიკური ზრდის ოფისის დირექტორი მარიკა ოლსონი, სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პირები და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ“,- აღნიშნავენ უწყებაში.

როგორც ცნობილია, პიტერ ვიბლერი საქართველოში საკუთარ მისიას მიმდინარე წელს ასრულებს.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა