თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე „მთავარ არხს“ სიცრუესა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაში ადანაშაულებს

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია „მთავარ არხს“ სიცრუესა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაში ადანაშაულებს.

ირაკლი ბერაია სოციალურ ქსელში, გასულ სიუჟეტს ეხმიანება, რომლის თანახმად, მიმდინარე წლის 30 მაისს იმყოფებოდა იტალიაში, ვილა მუჯაში გამართულ წვეულებაზე.

ბერაიას თქმით, ეს არის სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა.

როგორც ირაკლი ბერაია აცხადებს, მიმდინარე წლის 27 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა ვილნიუსში, სადაც 28-30 მაისს მონაწილეობდა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში, ხოლო 31 მაისს და 1 ივნისს ორმხრივ შეხვედრებს მართავდა ლიეტუვას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

„მიმდინარე წლის 25 ივნისს, შაბათს, „მთავარი არხის“ ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომლის თანახმად, თურმე, მიმდინარე წლის 30 მაისს ვიმყოფებოდი იტალიაში, ლაგო მაჯორეს სანაპიროზე, ქალაქ სტრესაში, ვილა მუჯაში გამართულ წვეულებაზე. აღნიშნული არის სრული სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა.

სინამდვილეში, მიმდინარე წლის 27 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ვიმყოფებოდი ვილნიუსში, სადაც 28-30 მაისს ვმონაწილეობდი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში, ხოლო 31 მაისს და 1 ივნისს ორმხრივ შეხვედრებს ვმართავდი ლიეტუვას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან… და ვერაინაირად ვერ ვიქნებოდი იტალიაში (სადაც ბოლოს 2017 წელს ვიყავი), როგორც ამას „მთავარი არხი“ იუწყება.

ამ ე.წ. მედია ორგანიზაციის სიბინძურე და სიცრუე ყოველგვარ ზღვარს სცდება. იმდენად დეგრადირდნენ, რომ ხარისხიანადაც ვერ იტყუებიან. სხვა არხებზე მაინც გადაერთოთ ან ნიუსები წაეკითხათ იმის გასაგებად, რა დროს სად ვიყავი.. მაგრამ საკუთარ სიბინძურეში და სიცრუეში იხარშებიან და იწამლებიან ეს “მაღალყოვლად ობიექტურები, დამოუკიდებლები და კომპეტენტურები”. საზოგადოებაც უგუნური და მარტივად მოტყუებადი ჰგონიათ. ასეთია ამათი ნამდვილი სახე. ასე იტყუებიან ყოველთვის და ყველაფერში. მერე უკვირთ, რატომ არ ვაკეთებ მათთვის კომენტარს და რატომ არ ვეწერები. არც არასდროს ჩავეწერები ამ ავანტიურესტების ბრიგადას და ახალი თაობის მავნებლებს, ამ ბინძურ და სამარცხვინო პროპაგანდისტებს“, - წერს ირაკლი ბერაია Facebook-ზე.

ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს