თურქეთიდან ლტოლვილებმა ევროპული სასამართლოს წინ დემონსტრაცია გამართეს. მათი მოთხოვნაა, შეწყდეს თურქეთის მიმართ არაკეთილსინდისიერი მოპყრობა.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო (აუეს)კრიტიკის ობიექტი გახდა, რისი მიზეზი არის ის, რომ ბევრი ადამიანი ვალდებულია წლების განმავლობაში ელოდოს, რომ მათი საქმეები ევროპულმა სასამართლომ განიხილოს. ისეთი ჟურნალისტები, როგორებიც არიან Mehmet Baransu, Mustafa Ünal და Hidayet Karaca შვიდ წელზე მეტია ციხეში იმყოფებიან. მიუხედავად იმისა, რომ მათი საქმეები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შევიდა, ისინი მაინც გისოსებს მიღმა რჩებიან.
„ ჩემმა ძმამ შვიდი წლის წინ შეიტანა განაცხადი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. ჩვენ აქ ვსაუბრობთ ჟურნალისტებზე, რომლებიც 7 წელია ციხეში სხედან და 1000-ზე მეტს პატიმრობა ემუქრება“, - განაცხადა ჟურნალისტის ძმამ Ahmet Baransu-მ FR.de-თან საუბრისას.
დემონსტრაცია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს(EGMR) წინ
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (აუეს) თურქეთთან დაკავშირებულ პრობლემებს ასევე ადასტურებს თურქეთის ყოფილი პროკურორი და თურქეთიდან დევნილი, ჟურნალისტების მიერ დაფუძნებული ასოციაციის „Cross Border Jurists“ -ის თავმჯდომარე Mehmet Bakir Özkan-ი ერთ-ერთ ინტერვიუში.
„ვისაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე წარდგენა სურს, ჯერ თავის ქვეყანაში უნდა ამოწუროს სამართლებრივი დაცვის საშუალებები“, - ამბობს Özkan-ი და დასძენს, რომ სწორედ ამაში მდგომარეობს პრობლემაც. სამართლიანობისა და განვითარების პარტიის(AKP) მთავრობამ 2016 წლის გადატრიალების შემდეგ შექმნა საგანგებო კომისია, რომელსაც თავიანთი საქმე უნდა წარუდგინონ ასევე იმ 100 000 მოხელემ, რომლებიც მანამდე გაათავისუფლეს. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ კომისიის წევრებს მთავრობა ნიშნავს და ისინიც შესაბამისად იღებენ გადაწყვეტილებებს“. ეს მდგომარეობა ასევე ცნობილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვისაც. მიუხედავად ამისა, ევროპული სასამართლო მოითხოვს, რომ კომისია მიჩნეულ იქნას, როგორც ლეგიტიმური საშუალება.
„ რეალურად ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო შეიქმნა იმისთვის, რომ ადამიანის უფლებები დაიცვას. მაგრამ, თუ კარგად დავაკვირდებით, ის ხშირად არ იცავს ადამიანს უფლებებს, როცა საქმე თურქეთს ეხება. 2019 წელს გატაცებული Yusuf Bilge Tunc-ის საქმეში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ დაადასტურა, რომ მათ ყველაფერი გააკეთეს მის საპოვნელად“,- აცხადებს ერთ-ერთი მათგანია Nurullah Albayrak-ი, იურისტი და ადამიანის უფლებათა საბჭოს „Solidarity with Others“ წევრი.
წყარო: https://www.fr.de/politik/exil-tuerken-egmr-tuerkei-demonstration-strasbourg-91629674.html?s=09