კადეტთა ლიცეუმში ჩარიცხვის მსურველ მოსწავლეთა რეგისტრაცია დაიწყო

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში 2022-2023 სასწავლო წლისათვის მისაღებ მოსწავლეთა რეგისტრაცია დაიწყო.

უწყების ცნობით, ლიცეუმში ჩარიცხვის მსურველ მოსწავლეებს რეგისტრაციის გავლის შესაძლებლობა 6 ივლისამდე ექნებათ.

წელს პირველად, მოსწავლეების რეგისტრაცია ორ ლოკაციაზე მიმდინარეობს - ქუთაისში, კადეტთა სამხედრო ლიცეუმში და თბილისში, თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“.

„რეგისტრაციისთვის მოსწავლე ერთ-ერთ მშობელთან ან კანონიერ წარმომადგენელთან ერთად უნდა გამოცხადდეს და საბუთების მიმღებ კომისიას ვებ-გვერდზე მითითებული საჭირო საბუთების ჩამონათვალი წარუდგინოს. რეგისტრაციის შემდეგ, მოსწავლემ ლიცეუმში ჩასარიცხად გამოცდები უნდა ჩააბაროს და სამედიცინო შემოწმება გაიაროს. გამოცდები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ 9 და 10 ივლისს მათემატიკასა და ზოგად უნარებში ჩატარდება.

მოსწავლეთა მიღების კოორდინირებისა და გამჭვირვალობის მიზნით, კომისიაზე მოვლინებულნი არიან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა