ანა დოლიძე - უნდა მივაწვეთ და იმხელა წნეხი განვახორციელოთ, რომ წავიდნენ, მერე ვინ იქნება მთავრობაში, მეათეხარისხოვანია

უნდა მივაწვეთ და იმხელა წნეხი განვახორციელოთ, რომ ესენი უნდა წავიდნენ. ამის მერე ვინ იქნება მთავრობაში, საერთოდ მეათეხარისხოვანია, - ამის შესახებ “ხალხის პარტიის” ლიდერმა ანა დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა დასმულ შეკითხვას, როგორ წარმოუდგენია ტექნიკური მთავრობის არჩევა და დაკომპლექტება.

ანა დოლიძის თქმით, პირველ რიგში, უნდა გვახსოვდეს მთავარი ამოცანა- 20 და 24 ივნისის მასობრივი გამოსვლები.

“მთავარი ამოცანაა ქართველი ხალხის რისხვისა და ქართველი ხალხის უკმაყოფილების დაფიქსირება ხელისუფლების, ირაკლი ღარიბაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის მიმართ. მთავარი ამოცანაა, ესენი უნდა გადადგნენ და უნდა მოვიდნენ ძირეულ დათმობებზე. ამის შემდეგ პროცედურულად როგორ განხორციელდება ეს ყველაფერი, არ მგონია, ჩვენი ხალხი ღირსი იყოს, რომ ამით დავღალოთ. უნდა მივაწვეთ და იმხელა წნეხი უნდა განვახორციელოთ, რომ ესენი უნდა წავიდნენ. ამის მერე ვინ იქნება მთავრობაში, საერთოდ მეათეხარისხოვანია”, - აცხადებს ანა დოლიძე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან