ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ დნესტრისპირეთიდან უკრაინის მისამართით დარტყმა იქნება, ეს გლობალური შეცდომა იქნება - ეს იქნება არა დარტყმა, არამედ სილის გაწვნა, ჩვენ კი ნამდვილად დარტყმით ვუპასუხებთ

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, შესაძლო თავდასხმა დნესტრისპირეთის მხრიდან, რომლის ტერიტორიაზეც რუსული სამხედროები არიან განთავსებულნი, იქნება სილის გაწვნა, რომელსაც უკრაინა დარტყმით უპასუხებს.

უკრაინული გამოცემა УНИАН-ის ცნობით, ამის შესახებ ზელენსკიმ მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსთან კიევში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

უკრაინის პირველი პირის განმარტებით, თავის მოლდოველ კოლეგასთან დნესტრისპირეთის მხრიდან უსაფრთხოების შესაძლო რისკები განიხილა.

„ორივე ქვეყნისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ქალბატონ პრეზიდენტთან შესაძლო რისკების თემა წამოვწიეთ. თუ დნესტრისპირეთიდან უკრაინის მისამართით დარტყმა იქნება, ეს გლობალური შეცდომა იქნება. ჩვენ ამა თუ იმ სიგნალებს ვიღებთ. ისინი არასასიამოვნოა. მაგრამ, ამ ადამიანებმა უნდა იცოდნენ, ისინი იმყოფებიან დნესტრისპირეთში მოლდოვის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე - ეს იქნება ჩვენთვის არა დარტყმა, არამედ სილის გაწვნა, ჩვენ კი ნამდვილად დარტყმით ვუპასუხებთ“,- განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პირველმა პირმა აღნიშნა, რომ, პირველ რიგში, ყველამ უნდა გააკეთოს ისე, რომ არ იყოს დესტაბილიზაცია რეგიონში.

„ჩვენ ამას ყველანაირად ვაჩვენებთ. ჩვენ ახლა ვიბრძვით რუსეთთან ჩვენს მიწაზე. თუმცა თქვენ დაინახეთ, რომ იყო სარაკეტო თავდასხმები და არა ერთხელ ბელარუსის მხრიდანაც. აქვე მე მინდა მივმართო ბელარუს ხალხს, რომელიც ჩვენი მეგობარია, ისტორიულად ყოველთვის მხარს გვიჭერდა, ისინი მხარს არ უჭერენ ომს უკრაინის წინააღმდეგ“,- განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, უკრაინას, რისკების შემთხვევაში, შესაბამისი რეაგირება ექნება.

19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ დნესტრისპირეთიდან უკრაინის მისამართით დარტყმა იქნება, ეს გლობალური შეცდომა იქნება - ეს იქნება არა დარტყმა, არამედ სილის გაწვნა, ჩვენ კი ნამდვილად დარტყმით ვუპასუხებთ

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, შესაძლო თავდასხმა დნესტრისპირეთის მხრიდან, რომლის ტერიტორიაზეც რუსული სამხედროები არიან განთავსებულნი, იქნება სილის გაწვნა, რომელსაც უკრაინა დარტყმით უპასუხებს.

უკრაინული გამოცემა УНИАН-ის ცნობით, ამის შესახებ ზელენსკიმ მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსთან კიევში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

უკრაინის პირველი პირის განმარტებით, თავის მოლდოველ კოლეგასთან დნესტრისპირეთის მხრიდან უსაფრთხოების შესაძლო რისკები განიხილა.

„ორივე ქვეყნისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ქალბატონ პრეზიდენტთან შესაძლო რისკების თემა წამოვწიეთ. თუ დნესტრისპირეთიდან უკრაინის მისამართით დარტყმა იქნება, ეს გლობალური შეცდომა იქნება. ჩვენ ამა თუ იმ სიგნალებს ვიღებთ. ისინი არასასიამოვნოა. მაგრამ, ამ ადამიანებმა უნდა იცოდნენ, ისინი იმყოფებიან დნესტრისპირეთში მოლდოვის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე - ეს იქნება ჩვენთვის არა დარტყმა, არამედ სილის გაწვნა, ჩვენ კი ნამდვილად დარტყმით ვუპასუხებთ“,- განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პირველმა პირმა აღნიშნა, რომ, პირველ რიგში, ყველამ უნდა გააკეთოს ისე, რომ არ იყოს დესტაბილიზაცია რეგიონში.

„ჩვენ ამას ყველანაირად ვაჩვენებთ. ჩვენ ახლა ვიბრძვით რუსეთთან ჩვენს მიწაზე. თუმცა თქვენ დაინახეთ, რომ იყო სარაკეტო თავდასხმები და არა ერთხელ ბელარუსის მხრიდანაც. აქვე მე მინდა მივმართო ბელარუს ხალხს, რომელიც ჩვენი მეგობარია, ისტორიულად ყოველთვის მხარს გვიჭერდა, ისინი მხარს არ უჭერენ ომს უკრაინის წინააღმდეგ“,- განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, უკრაინას, რისკების შემთხვევაში, შესაბამისი რეაგირება ექნება.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა