გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ექსპერტების დასკვნა კვირის ბოლოს გამოქვეყნდება

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, დედის გიული ალასანიას განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ექსპერტების სამედიცინო დასკვნა კვირის ბოლოს გამოქვეყნდება.

როგორც ალასანიამ კლინიკა “ვივამედთან” ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ შეუძლია სასამართლო პროცესებს დაესწროს.

“სამედიცინო დასკვნას ველოდებით, იმიტომ რომ დასკვნიდან გამომდინარე გადაწყვეტილება უნდა მიიღონ საზღვარგარეთ გადაყვანასთან დაკავშირებით. რაც შეეხება დასკვნას დღეს მითხრეს, რომ იქნება კვირის ბოლოს.

დღეს მივიღე ექიმებისგან ინფორმაცია, სადაც ნათქვამია, რომ ასეთ მდგომარეობაში მას არ შეუძლია სასამართლო პროცესში მონაწილეობა და უნდა გადაიდოს” ,- განაცხადა ალასანიამ.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს