საქართველოს პროკურატურის საჯარო ურთიერთობების მდივანი სახალხო დამცველის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პროკურატურის საჯარო ურთიერთობების მდივანმა, ამირან გულუაშვილმა სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

პროკურატურის ცნობით, გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა განიხილეს საქართველოს პროკურატურასა და სახალხო დამცველს შორის ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობა და მისი გაძლიერების პერსპექტივები.

მათი ინფორმაციით, ხაზი გაესვა საქართველოს პროკურატურის საჯარო ურთიერთობების მდივნის წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს და ამ ფორმატში სახალხო დამცველთან თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს.

„შეხვედრაზე, ამირან გულუაშვილმა სახალხო დამცველის წარმომადგენლებს დეტალურად გააცნო პროკურატურის საჯარო ურთიერთობების მდივნის უფლებამოსილება, ფუნქციები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები.

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, საჯარო ურთიერთობების მდივანი არის გენერალური პროკურორის მიერ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პროკურატურის თანამშრომელი, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, სხვა ორგანიზაციებთან, დაწესებულებებთან და წარმომადგენლობებთან პროკურატურის კოორდინირებულ ურთიერთობას და ხელს უწყობს სწრაფ და ეფექტიან კომუნიკაციას, უზრუნველყოფს წინადადებების მომზადებას საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, კოორდინირებას უწევს და საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობს უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში, ასრულებს გენერალური პროკურორის მიერ განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

სახალხო დამცველთან აქტიური კომუნიკაცია და მჭიდრო თანამშრომლობა, საქართველოს პროკურატურის საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა მომავალში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა გამოხატეს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან