კარგი პრაქტიკის გაზიარების მიზნით, „საქართველოს ფერმერთა ასოციაცია“ მონტენეგროელ კოლეგებს შეხვდა

„საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ მმართველმა რგოლმა მონტენეგროში, FAO/EBRD თანამშრომლობის ფარგლებში, ადგილობრივ ფერმერთა ასოციაციისთვის კარგი პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, ორდღიანი შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას "საქართველოს ფერმერთა ასოციაცია" ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრას ასოციაციის, FAO/EBRD-ის წარმომადგენლებთან ერთად, მონტენეგროს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

როგორც საქართველოს ფერმერთა ასოციაციაში აღნიშნავენ, ქართული მხარის მიერ შეხვედრაზე დეტალურად იყო განხილული ორგანიზაციული სტრუქტურა/მენეჯმენტი, წევრობა და მართვის ის მექანიზმები, რაც ასოციაციის წარმატებისთვის არის საჭირო.

„მონტენეგროში, FAO/EBRD თანამშრომლობის ფარგლებში, ჩვენი მხრიდან მონტენეგროელ კოლეგებს ის ცოდნა და გამოცდილება გავუზიარეთ, რომელიც წარმატებული ასოციაცის მმართველობისთვის არის საჭირო. უფრო კონკრეტულად, გავაცანით თუ რა მართვის მექანიზმები დანერგა ჩვენმა ასოციაციამ, არსებული ორგანიზაციული შესაძლებლობების მისაღწევად და რა სერვისები შეიმუშავა წევრებისთვის მომსახურების მიწოდების უზრუნველსაყოფად. ასევე, განვიხილეთ ასოციაციაში შემუშავებული ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ღონისძიებები, საკომუნიკაციო სისტემები, ციფრული პლატფორმები, ადამიანური და ფინანსური რესურსების მართვის საკითხები და სხვა“, - აღნიშნა "ფერმერთა ასოციაციის" თავმჯდომარემ, ნინო ზამბახიძემ.

"საქართველოს ფერმერთა ასოციაციის" ცნობით, მონტენეგროს ფერმერთა ასოციაცია 2022 წლის მარტში დაარსდა. მათი განმარტებით, იგი აერთიანებს სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებლებს მონტენეგროს ყველა რეგიონიდან და მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებას, აგროტურიზმის ჩათვლით. ასოციაცია ამჟამად ქვეყნის მასშტაბით 500 წევრს ითვლის, მმართველი საბჭო კი 20 წევრისგან შედგება.

ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ემილ ავდალიანი - რეალური შანსი არსებობს, ირანმა და აშშ-მ ე.წ. „შუალედურ ბირთვულ შეთანხმებას“ მიაღწიონ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს