თამილა ბარკალაია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, თამილა ბარკალაია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, თამილა ბარკალაიამ სტუმრებს, შრომის უსაფრთხოებისა და შრომის უფლებების დაცვის მიმართულებით, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე მიაწოდა ინფორმაცია. ასევე ამ სფეროში დაგეგმილი ცვლილებები გააცნო.

შეხვედრაზე, მხარეებმა, სამომავლო თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს.

„როგორც თამილა ბარკალაიამ აღნიშნა, საქართველოში შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების დაცვის კუთხით მიმდინარე თუ დაგეგმილ ცვლილებების ეფექტურად განსახორციელებლად, პროცესებში ILO-ს მხარდაჭერა და მისი ექსპერტების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია.

შეხვედრას ILO-ს სპეციალისტი შრომის ინსპექციისა და შრომის უსაფრთხოების საკითხებში ანტონიო სანტოსი, ორგანიზაციის საქართველოს ოფისის უფროსი ტექნიკური მრჩეველი კატალინ ტაცუ და პროექტის ოფიცერი ეკატერინე ქარჩხაძე, ასევე, სამინისტროს შრომის და დასაქმების პოლიტიკისა და კოლექტიური შრომითი დავების სამმართველოს უფროსი ლიკა კლიმიაშვილი ესწრებოდნენ.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა