კახა კალაძის განცხადებით, თბილისში ახლად რეაბილიტირებულ პარკებსა და სკვერებში ვანდალიზმის ფაქტები ფიქსირდება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისში ახლად რეაბილიტირებულ პარკებსა და სკვერებში ვანდალიზმის ფაქტები ფიქსირდება.

როგორც კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, განადგურებული და მოპარულია მცენარეები.

„ყველაზე მტკივნეული პრობლემა არის ვანდალიზმის ფაქტები. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ფაქტი ფიქსირდება ვანდალიზმთან დაკავშირებით ახლად რეაბილიტირებულ პარკებში და სკვერებში, სადაც მიზანმიმართულად ხდება ინფრასტრუქტურის დაზიანება, რაც საწყენია, რადგან უამრავი თანხა იხარჯება ამ ყველაფერში და ჩვენთვის კეთდება. აზრი ეკარგება ყველაფერს, თუ ჩვენ ამ სიახლეებს, რეაბილიტირებულ პარკებსა და სკვერებს დავაზიანებთ, საპარკო ინფრასტრუქტურას დავამტვრევთ, მცენარეებს მოვიპარავთ და სახლში წავიღებთ. მინდა ვთხოვო საზოგადოებას, გამოიჩინონ გულისხმიერება. მნიშვნელოვანია მხარდაჭერა და თანადგომა, რადგან, ხშირ შემთხვევაში, ამ ყველაფერს აკეთებენ არასრულწლოვნები, ახალგაზრდები, რაც სამწუხაროა.

არის შემთხვევები, როდესაც ხდება კონკრეტული ინფრასტრუქტურის დაზიანება და დიდები ამას გულგრილად უყურებენ. ეს არის ძალიან ცუდი, მეგობრებო! ყველა უნდა გავერთიანდეთ და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ როგორმე შევინარჩუნოთ და მოვუაროთ ამ ყველაფერს. ეს ხომ თქვენი ფულით კეთდება, ჩვენთვის, ჩვენი შვილებისთვის, მომავალი თაობებისთვის კეთდება. მედიას მივაწვდით კადრებს ვანდალიზმის ფაქტებთან დაკავშირებით და ნახოს საზოგადოებამ თუ როგორი დამოკიდებულება აქვს ადამიანებს ინფრასტრუქტურის და რეაბილიტირებული პარკების მიმართ. დარწმუნებული ვარ, ყველანი გავერთიანდებით და შევძლებთ ამ პრობლემის მოგვარებას, შევძლებთ ამ სირთულეების გადალახვას. ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ ჩვენი ულამაზესი ქალაქი კიდევ უფრო ლამაზი და მიმზიდველი გავხადოთ“, - განაცხადა კალაძემ მთავრობის სხდომაზე.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს