არაბთა გაერთიანებული საამიროები - ყველაზე სწრაფად მზარდი საინვესტიციო ადგილი მსოფლიოში (R)

მუნირა ალმარზუქი - არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი

არაბთა გაერთიანებული საამიროები აქტიური და განვითარებული ბიზნეს გარემოთი ხასიათდება, რაც განსაკუთრებულად იზიდავს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს. გარდა ამისა, საამიროები ითლება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქვეყნად უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მაჩვენებლით: პირველ ადგილს იკავებს არაბულ სამყაროში, ხოლო მსოფლიოს მასშტაბითაც ასევე მოწინავე პოზიციები უკავია.

არაბთა გაერთიანებული საამიროები ითვლება სტრატეგიულ კომერციულ ცენტრად, რომელიც უცხოელ ინვესტორებს რეგიონალურ ბაზრებზე შესვლის შესაძლებლობას, ასევე თანხებისა და მოგების გადარიცხვის თავისუფლებას სთავაზობს. გარდა ამისა, ქვეყანაში მოქმედებს ეფექტური სამართლებრივი სისტემა და კანონმდებლობა, მიუკერძოებელი სასამართლო და უზრუნველყოფილია უცხოური კაპიტალის საკანონმდებლო დაცვა. ქვეყანა ასევე გამოირჩევა დაბალი საბაჟო ტარიფებით, რომლებიც მერყეობს 0-დან 5%-მდე თითქმის ყველა პროდუქტზე, არ იბეგრება საშემოსავლო გადასახადით და სახელმწიფო უზრუნველყოფს ეფექტური საჯარო მომსახურებების შეთავაზებას.

არაბთა გაერთიანებული საამიროები ისწრაფვის მიზნისკენ, მომდევნო ორმოცდაათი წლის განმავლობაში იქცეს მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ქვეყნად მეწარმეობის სფეროში და აგრძელებს მნიშვნელოვანი როლის შესრულებას იმ პოტენციალის გამოვლენაში, რომელიც დააჩქარებს კერძო სექტორში ეკონომიკურ განვითარებას მცირე და საშუალო სამეწარმეო პროექტების წახალისებითა და მეწარმეობის კულტურის დანერგვით. ეკონომიკური აღმავლობის მიზნით გაღებული ეროვნული ძალისხმევის შედეგად, არაბთა გაერთიანებული საამიროები იქცა გლობალურ და რეგიონალურ ჰაბად მსოფლიოს 500 უმსხვილესი კომპანიის 25%-ზე მეტისთვის და მთავარ საინვესტიციო ადგილად უცხოური კაპიტალისთვის, რომლის შემოდინება გაგრძელდება მომდევნო წლებშიც ქვეყანაში სხვადასხვა სფეროში განხორციელებული გიგანტური პროექტების შედეგად, როგორიცაა ტურიზმი, მრეწველობა, ტრანსპორტი და განახლებადი ენერგია.

დღესდღეობით არაბთა გაერთიანებული საამიროები მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა ეკონომიკური კანონმდებლობის მხრივ, რომელიც იცავს ინვესტორს კონკურენტულ გარემოში, ხასიათდება გამჭვირვალობით და მარტივად ხელმისაწვდომია ნებისმიერი კომერციული საქმიანობისთვის.

არაბთა გაერთიანებული საამიროები ასევე უზრუნველყოფს იურიდიულ უპირატესობებს საკანონმდებლო და პროცედურული ქოლგის ფარგლებში, რომელიც ყველაზე მოქნილი და კონკურენტუნარიანია რეგიონულ დონეზე, ასტიმულირებს უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და უზრუნველყოფს ქვეყანაში ბიზნეს საზოგადოების სტაბილურობას.

სუფთა ენერგია

არაბთა გაერთიანებული საამიროების ინვესტიციები არ შემოფარგლულა ენერგეტიკის მხოლოდ ტრადიციული სექტორებით, არამედ ქვეყანამ მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია ენერგეტიკული მომავლის განვითარებისა და გაღრმავების კუთხით, რამაც, თავის მხრივ, გაზარდა განახლებადი ენერგიის, როგორც მდგრადობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნდამენტური საყრდენის მნიშვნელობა.

განახლებადი ენერგია უმთავრესი სტრატეგიული პრიორიტეტია არაბთა გაერთიანებული საამიროებისთვის, რომელიც უპრეცედენტო ძალისხმევას იღებს კლიმატის ცვლილების შედეგების დაძლევისა და გლობალური დათბობის შენელების პროცესში. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს გაეროს მდგარი განვითარების 2030 წლის პროგრამის მიზნების მხარდაჭერაში.

არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ადრეული ნაბიჯები გადადგა განვითარების ტემპსა და სუფთა, ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებას შორის ბალანსის მისაღწევად. დღეს კი არაბთა გაერთიანებული საამიროები თავისი სტრატეგიებითა და ინვესტიციებით, სათავეში უდგას გლობალურ ძალისხმევას სუფთა და განახლებადი ენერგიის სფეროში, რამდენადაც საამიროების ენერგეტიკული სტრატეგია - 2050 მიზნად ისახავს განახლებადი და სუფთა ენერგიის წყაროების ნაზავს, რათა უზრუნველყოს ეკონომიკურ საჭიროებებსა და გარემოსდაცვით მიზნებს შორის ბალანსის პოვნა.

არაბთა გაერთიანებული საამიროები უცხოური ინვესტიციებისთვის მიმზიდველ 20 საუკეთესო მიმართულებას შორისაა

არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა შეინარჩუნა თავისი პოზიცია 2021 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის ყველაზე მიმზიდველი ქვეყნის სიაში გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) მიხედვით, რომელმაც დადებითად შეაფასა არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ გასული წლის განმავლობაში მისი საინვესტიციო მიმზიდველობის გაღრმავების მიზნით გაწეული ძალისხმევა და ინიციატივები.

UNCTAD-ის მიერ გამოქვეყნებული 2022 წლის მსოფლიო საინვესტიციო ანგარიშის მიხედვით, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაფიქსირდა ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადის ზრდა 3,9%-ით 2021 წლის განმავლობაში, რითაც ეს მაჩვენებელი 2020 წელს 19.88 მილიარდი დოლარიდან გასულ წელს 20.66 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, რითაც ქვეყანამ შეინარჩუნა თავისი პოზიცია, როგორც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდმა მიმღებმა დასავლეთ აზიასა და არაბულ სამყაროში.

ამგვარად, შემომავალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუმულაციური ბალანსი გაიზარდა 2021 წლის ბოლოსთვის და დაახლოებით 171,6 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რამაც 2020 წელთან შედარებით 13,7 პროცენტიანი ზრდა შეადგინა, ხოლო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ბოლო ათი წლის განმავლობაში 116 პროცენტით გაიზარდა.

ანგარიშის 2021 წლის მონაცემების მიხედვით, არაბთა გაერთიანებული საამიროები მე-17 ადგილზეა მსოფლიოში ყველაზე მსხვილ ინვესტორ ქვეყნებს შორის და საამიროებიდან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში შესული პირდაპირი ინვესტიციების საერთო მოცულობამ 22,5 მილიარდი დოლარი შეადგინა.

ვირტუალური ლიცენზირება

ანგარიშში ასევე ხაზგასმულია არაბთა გაერთიანებული საამიროების უწყვეტი ინიციატივები, რომელთა მიზანია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადების წახალისება და საკანონმდებლო და მყარი ინფრასტრუქტურის მომზადება ინვესტიციების გასაადვილებლად, მათ შორის, უცხოელებისთვის პროექტების სრულად ფლობის უფლების მინიჭება ყველა ეკონომიკურ სექტორში, გარდა სტრატეგიული მნიშვნელობის სფეროებისა.

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ვირტუალური ლიცენზირების ინიციატივა, რომელიც 2021 წლის ოქტომბერში წამოიწყო აბუ დაბის ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტმა და საშუალებას აძლევს არარეზიდენტ უცხოელ ინვესტორებს, მიიღონ ეკონომიკური ლიცენზია აბუ დაბიში ბიზნესის საწარმოებლად წინასწარი ბინადრობის პროცედურების გარეშე, რაც უნიკალურ პროაქტიულ ინიციატივას წარმოადგენს და ნაწილია არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავრობის მისიისა, რომელიც მიზნად ისახავს საზღვრებს მიღმა ციფრული ვაჭრობის გააქტიურების წახალისებას.

(R)

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა