„ჯივიპი“, საბურთალოს რაიონში, ასათიანის ქუჩაზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

28 ივნისს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაური“ საბურთალოს რაიონში, მ. ასათიანის ქუჩა N5-ის მიმდებარედ წყალარინების ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ცნობით, სამუშაოების მიმდინარეობისას „ჯივიპის“ ტექნიკური ჯგუფის მიერ შეიცვლება წყალარინების ქსელის ამორტიზებული მონაკვეთი და მოეწყობა სამი ახალი საკვანძო ჭა.

„გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობისას, 28 ივნისიდან 3 ივლისამდე, ასათიანის ქუჩა N5-ის მიმდებარედ ნაწილობრივ შეფერხდება საგზაო მოძრაობა. სამუშაოების დასრულების შემდეგ მოწესრიგდება გზის მონაკვეთი და დაიგება ასფალტის საფარი. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა