კახა კალაძე - გულდასაწყვეტია, რადგან საქართველო ამ სტატუსს იმსახურებდა -  ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ და იმ ქვეყნებს, ვისაც ეს სტატუსი მისცეს, ბევრი მიმართულებით ვუსწრებთ

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, რთულია იმის განსაზღვრა თუ რა დრო დასჭირდება საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, მაგრამ მთავარი ევროკომისიის მიერ მოწოდებული ვალდებულებების შესრულებაა.

კახა კალაძის თქმით, გულდასაწყვეტია, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად ვერ მიიღო, თუმცა „ფარ-ხმალი“ არ უნდა დავყაროთ და რეფორმების განხორციელება უნდა გავაგრძელოთ.

მისი განცხადებით, საქართველო სტატუსს იმსახურებდა, ვინაიდან რეფორმების განხორციელების კუთხით უკრაინასა და მოლდოვასა წინ ვუსწრებთ.

„რთულია რამდენი ხანი დასჭირდება კანდიდატის სტატუსის მიღებას, მთავარი არის, რომ ჩვენ ის რეფორმები განვახორციელოთ, რომლებიც დათქმებში იყო მოწოდებული. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ასოცირების ხელშეკრულება, სადაც მთელი რიგი ვალდებულებებია და ეს ყველაფერი გასაკეთებელია და რა თქმა უნდა, შემდეგ ყველაფერი დამოკიდებულია ევროპაზე. დღეს საქართველო კანდიდატის სტატუსის მიღებას იმსახურებდა, მაგრამ სამწუხაროდ, პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული და არ მოგვანიჭეს. ამის მიუხედავად, ჩვენ, რა თქმა უნდა, წინსვლა უნდა გავაგრძელოთ, უნდა გავაგრძელოთ იმ რეფორმების განხორციელება და შემდეგ ყველაფერი ჩვენს პარტნიორებზე იქნება დამოკიდებული.

გულდასაწყვეტია, იმიტომ რომ საქართველო ამ სტატუსს იმსახურებდა. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ და იმ ქვეყნებს, ვისაც ეს სტატუსი მისცეს, ძალიან ბევრი მიმართულებით ვუსწრებთ და ამ ქვეყნებზე წინ ვართ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა