ევროკავშირის დაძმობილების პროექტის „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერება“ დახურვის ღონისძიება გაიმართა

ევროკავშირის დაძმობილების პროექტმა - „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერება“, რომლის პარტნიორები არიან საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური და „ესპანეთის დაზღვევისა და საპენსიო ფონდების გენერალური დირექტორატი“, ,,ესპანეთის ადმინისტრირებისა და სახელმწიფო პოლიტიკის საერთაშორისო და იბერო-ამერიკულ ფონდთან“ (FIIAPP) ერთად, პროექტის დახურვის ოფიციალური ღონისძიება გამართა.

აღნიშნულ შეხვედრას სხვადასხვა უწყებებიდან მოწვეული წარმომადგენლები დაესწრნენ.

„საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დავით ონოფრიშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და პროექტის აქტივობები და შედეგები მიმოიხილა.

ესპანეთის დაზღვევისა და საპენსიო ფონდების გენერალურმა დირექტორატმა აქტიური მონაწილეობა მიიღო ევროკავშირში დირექტივის „გადახდისუნარიანობა II“-ის განხორციელებაში. აღსანიშნავია, რომ მას საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოცდილება გააჩნია სხვადასხვა პროექტში დაძმობილების პარტნიორობის კუთხით.

პროექტის დახურვის ცერემონიას უძღვებოდა ვიქტორ გარსია კალიე, პროექტის რეზიდენტი მრჩეველი, ხოლო სიტყვით გამოვიდნენ - ირაკლი კოვზანაძე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; სიგრიდ ბრეტელი, თანამშრომლობის განყოფილების უფროსი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა; მარია ლუიზა ალვარეს ბარბი, წევრი სახელმწიფოს პროექტის ლიდერი, ესპანეთი; ხორხე ლუცინი სერანო დე ჰარო, ესპანეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი საქართველოში; სონსოლეს მორისი, ეკონომიკური განვითარებისა და გარემოს განყოფილების დირექტორი, FIIAPP, ადმინისტრირებისა და საზოგადოებრივი პოლიტიკის საერთაშორისო და იბერო-ამერიკული ფონდი (დაძმობილების პროგრამის ადმინისტრირებისა და ფინანსური მართვის ორგანო ესპანეთში) და სხვა მაღალი რანგის სტუმრები, რომლებმაც ისაუბრეს საქართველოში სადაზღვევო სექტორის გაძლიერების მნიშვნელობაზე.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტის მიზანია საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებაში დახმარება, რაც საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს ინსტიტუციურ და ადამიანურ რესურსების შესაძლებლობების გაძლიერებას, უზრუნველყოფს სადაზღვევო სექტორის ეფექტიანობის გაუმჯობესებას, სამსახურისადმი ანგარიშვალდებულების დახვეწას, სფეროს ფინანსურ უსაფრთხოებას და ევროკავშირის რეგულაციებით გათვალისწინებული გადახდისუნარიანობა 2 - ის (SOLVENCY II) სტანდარტის დასანერგად სამართლებრივი ჩარჩოს შემუშავებას.

პროექტი 2019 წლის ნოემბერში დაიწყო და ორი მთავარი კომპონენტისგან შედგება: ახალი საკანონმდებლო/სარეგულაციო ჩარჩოს შექმნა გადახდისუნარიანობა 2-ის სტანდარტის შესაბამისად და ინსტიტუციური და ადამიანური რესურსების შესაძლებლობების გაძლიერება, როგორც სამსახურის თანამშრომელთა ცოდნისა და გამოცდილების გაზრდით, ისე მზღვეველთა ცნობიერების ამაღლების გზით.

პროექტის დახმარებით გაძლიერდა საქართველოს სახელმწიფო დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის და შესაბამისი დაინტერესებული მხარეების შესაძლებლობები „გადახდისუნარიანობა II“-ის სტანდარტების სათანადოდ დანერგვის მიზნით. პროექტის ფარგლებში განხორციელდა მოკლევადიან ექსპერტთა 50-ზე მეტი მისია და 3 სასწავლო ტური ესპანეთში. ევროკავშირის დაძმობილების პროექტი ,,საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერება“ თითქმის 3 წელი მიმდინარეობდა.

დახურვის ცერემონიაზე, ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა პროექტის მნიშვნელოვან მიღწევებს, რომელთა შორის აღსანიშნავია „გადახდისუნარიანობა II“-ის სტანდარტების გაცნობა და ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელთა შესაძლებლობების გაძლიერება. თავის მხრივ, პროექტის ესპანელმა ლიდერმა დეტალურად მიმოიხილა პროექტის მიერ მიღწეული შედეგები“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს