ნაძალადევის რაიონში ქვიშის რაგბის ჩემპიონატი ჩატარდა

ნაძალადევის რაიონში ქვიშის რაგბის ჩემპიონატი გაიმართა, რომელიც თბილისში პირველად ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სპორტულ შეჯიბრებაში რვა გუნდი მონაწილეობდა. I, II და III ადგილზე გასულ გუნდებს საჩუქრად ფულადი ჯილდოები, თასები და მედლები გადაეცათ.

გამარჯვებული გუნდები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ანდღულაძემ დააჯილდოვა.

,,თბილისში პირველად, ნაძალადევის რაიონში ქვიშის რაგბის ჩემპიონატი ჩატარდა, სადაც რვა გუნდი ასპარეზობდა. ვულოცავ გამარჯვებას ფინალში გასულ გუნდებს. მოხარული ვარ, რომ ახალგაზრდები აქტიურად არიან ჩართულები სპორტულ აქტივობებში. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ქვიშის რაგბის განვითარებას და სპორტის ეს სახეობა ახალგაზრდებში უფრო და უფრო პოპულარული გავხადოთ“, - განაცხადა ირაკლი ანდღულაძემ.

ქვიშის რაგბის ტურნირი ნაძალადევის რაიონის გამგეობის ორგანიზებითა და დაფინანსებით ჩატარდა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან